ორჰუსის პოლიცია: გორის "დილას" ქომაგებმა ტანსაცმელი მოიპარეს

AutoSharing Option
დანიის ქალაქ ორჰუსის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა. სატელეფონო ჩანაწერში პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ტანსაცმლის მოპარვის ფაქტზე დააკავეს, ორჰუსში 14 დღის განმავლობაში დარჩება. ამის შემდეგ მათ კოპენჰაგენში გადაიყვანენ, საიდანაც საქართველოში დეპორტაცია მოხდება.

პოლიციის წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ დეპორტაციის შემდეგ დანიაში დაკავებულ ორ ქართველს ქვეყანაში შესვლა ორი წლის განმავლობაში აეკრძალება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დანიაში მაისურების მოპარვის გამო საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" გულშემატკივრები დააკავეს, რომლებიც ქალაქში
"ორჰუსი"-"დილას" მატჩზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი.

ამასთან, ცენტრის ცნობით, ქართული დელეგაციის კიდევ ერთი წევრი დანიიდან ფარულად ჩეხეთში გადაფრინდა და ევროპაში დარჩა.

გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი "დილა" არ ადასტურებს. როგორც გუნდის პრესატაშე ზურაბ კარტოზია "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, დანიაში მსგავსი არაფერი მომხდარა და გულშემატკივრების ჯგუფი საქართველოში გართულებების გარეშე, სრულად დაბრუნდა.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" ქომაგები დანიაში ქურდობისთვის დააკავეს
გორის "დილა" დანიაში გულშემატკივრების დაკავებას უარყოფს
თემურ შალამბერიძე: დანიელებს ეგონათ, აზრზე არ ვიყავით
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტის სამინისტრო არის ვარძელაშვილ-კირკიტაძის დიღმელი მეგობრების,დეიდაშვილების .მამიდაშვილების და ა.შ.და მათი ცოლების დასაქმების ცენტრი,ოღონდ არა რიგით თანამშრომლებად.კაცები მინისტრის მოადგილეებად,სამსახურის უფროსებად,ქალთა სქესის წარმომადგენლები პიარ-სამსახურის უფროსებად,ფონდების დირექტორებად და სასახლის დირექტორებად-სპორტის სამინისტრო არის ნეპოტიზმის თვალსაჩინო მაგალითი და ზოგადად სირცხვილი
lili
17:20 24-07-2012
0

სიახლეები პოპულარული