"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ბაქოს "ნეფთჩის" გულშემატკივარი გახდა?!

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ ვებ-გვერდ azerisport.com-ზე საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას კომენტარი გავრცელდა.

"იქნებ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოთ? ჩვენ ესტაფეტა დაგითმეთ, ამიტომ თქვენ ამიერიდან უკეთესად უნდა ითამაშოთ.

პირადად მე ვაპირებ, ბაქოში ჩავიდე და "ნეფთჩის" მატჩებს დავესწრო. ამ გუნდს ვუქომაგებ",
- თქვა კოკაიამ.

აღსანიშნავია, რომ azerisport.com-ზე "ზესტაფონის" ფეხბურთელის, დავით მუჯირის კომენტარიც გავრცელდა, რომელიც აცხადებს, თითქოს ის ბაქოს "ნეფთჩის" ქომაგობას აპირებს.

ამ ცნობის ჩვენს ვებ-გვერდზე გასვლის შემდეგ თავად ფეხბურთელი დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამომდინარე აქედან, სრულიად შესაძლებელია,
რომ აზერბაიჯანული ვებ-გვერდი ილია კოკაიას სიტყვებსაც ინტერპრეტირებას უკეთებდეს, ან სულაც გამოგონილი ჰქონდეს.

აქვე გაგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისი მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" იყო.

ბაქოში გამართულ პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიშით 3:0 იმარჯვეს, ხოლო საქართველოში მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანულმა საიტმა დავით მუჯირის გამოგონილი კომენტარი გამოაქვეყნა
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად ნეფთჩი,სად ფეხბურთი? მაგათთან რომ წააგებ... აცი ნეფთჩი გაცამტვერდება ვისაც არ უნდა შეხვდეს.
beso
08:55 27-07-2012
0
თავიდანვე მოგწერეთ, რომ თუ კოკაია სულელურ დანაქადებს ვერ შეასრულებდა ( და ვიცოდი, რომ ვერც შეასრულებდა!), ბოდიში უნდა მოეხადა. ახლა კი დავიჯერე ნათქვამი: კაცს ორჯერ თუ ძალად იხმარებენ, მესამეჯერ თვითონ მოუნდებაო!
zuxusha
16:50 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული