"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ბაქოს "ნეფთჩის" გულშემატკივარი გახდა?!

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ ვებ-გვერდ azerisport.com-ზე საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას კომენტარი გავრცელდა.

"იქნებ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვოთ? ჩვენ ესტაფეტა დაგითმეთ, ამიტომ თქვენ ამიერიდან უკეთესად უნდა ითამაშოთ.

პირადად მე ვაპირებ, ბაქოში ჩავიდე და "ნეფთჩის" მატჩებს დავესწრო. ამ გუნდს ვუქომაგებ",
- თქვა კოკაიამ.

აღსანიშნავია, რომ azerisport.com-ზე "ზესტაფონის" ფეხბურთელის, დავით მუჯირის კომენტარიც გავრცელდა, რომელიც აცხადებს, თითქოს ის ბაქოს "ნეფთჩის" ქომაგობას აპირებს.

ამ ცნობის ჩვენს ვებ-გვერდზე გასვლის შემდეგ თავად ფეხბურთელი დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამომდინარე აქედან, სრულიად შესაძლებელია,
რომ აზერბაიჯანული ვებ-გვერდი ილია კოკაიას სიტყვებსაც ინტერპრეტირებას უკეთებდეს, ან სულაც გამოგონილი ჰქონდეს.

აქვე გაგახსენებთ, რომ "ზესტაფონმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, სადაც მისი მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" იყო.

ბაქოში გამართულ პირველ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიშით 3:0 იმარჯვეს, ხოლო საქართველოში მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
აზერბაიჯანულმა საიტმა დავით მუჯირის გამოგონილი კომენტარი გამოაქვეყნა
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით ეს დეზინფორმაციაა, მეტი საქმე არა აქვს კოკაიას მაგათ უგულშემატკივროს, ჯობდა ჯერ კოკაიასათვის აგეღოთ ინტერვიუ და მერე დაგეწერეთ ეს სტატია :)
ქართველი
15:48 26-07-2012
0
კოკაია საერტოდ აგარ დაბეჭდოტ.ზალიან გტხოვტ ადმინ
zurazura
16:02 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული