ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
23 წლის მცველი ვალერი იობაშვილი მარტვილის "მერანს" დაუბრუნდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ იობაშვილმა კონტრაქტი 6+6 სისტემით ფოთის "კოლხეთთან" გააფორმა, გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა ბოლო პერიოდამდე და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდში გიორგი ტყეშელაშვილის გადასვლის შემდეგ მის პოზიციაზე კონკურენცია შეიქმნა.

მწვრთნელმა ბოლო ამხანაგური სპარინგები იობაშვილის გარეშე ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი, როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკა არჩია და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა ფოთელებთან.

იობაშვილი უკვე შეუერთდა მარტვილის "მერანს", რომელიც "კოლხეთის" მსგავსად, შეკრებაზე იმყოფება ურეკში.

ფეხბურთელი მარტვილში დეკემბრის ბოლომდე დარჩება.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"