კობა ჟორჟიკაშვილი: ჩვენი მიზანი, მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვებაა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ევროპალიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ითამაშა და ახლა ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადება. "მეტალურგმა" 1 აგვისტოს საკონტროლო მატჩი ჩაატარა პირველი ლიგის სტუს-სთან და 3:1 გაიმარჯვა.

რუსთაველთაგან გოლები ირაკლი მაისურაძემ, ირაკლი სიხარულიძემ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს.

"მეტალურგმა" პირველ ტაიმში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰოსმანი - ჯაფარიძე, მახვილაძე, ინწკირველი, სუხიაშვილი - რაზმაძე, გ. მიქაბერიძე, ი. მაისურაძე - გეწაძე, ლობჟანიძე - ტატანაშვილი. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბედიაშვილი, გავაშელიშვილი, კაკუშაძე, ქავთარაძე, დ. ჯანელიძე, სიხარულიძე, ხიდეშელი, დიასამიძე.

როგორც ხედავთ, რუსთაველებს ერთი ლეგიონერიც ჰყავთ შემატებული - 22 წლის
ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი. "მეტალურგი" ევროპალიგის წინ სლოვენიაში რომ იყო შეკრებაზე, ერთ-ერთ საკონტროლო შეხვედრაში გამოსცადა ეს მეკარე, რომლის სიმაღლე 197 სანტიმეტრია. ჰოსმანს ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი "მეტალურგთან", თუმცა, როგორც კლუბში გვითხრეს, საქმე სწორედ იქითკენ მიდის, რომ ჰოსმანი "მეტალურგში" ითამაშებს.

ეს მეკარე წინა სეზონში ჩეხეთის ჩემპიონი გუნდის, ლიბერეცის "სლოვანის" ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია. ჰოსმანი პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნეოდა არა მხოლოდ ჩეხეთში და მის სამშობლოში, არამედ გერმანიაშიც - "დიუსბურგში" და დორტმუნდის "ბორუსიაში" გახლდათ გასინჯვაზე.

ჰოსმანი ლეგიონერულ კარიერამდე "ხრვატსკი დრაგოვოლიაცის" მეკარე იყო.

"საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ნორმალურად გავიარეთ. მზადების დაწყება ცოტა ადრიანად მოგვიხდა, რადგან ევროტურნირებზე გვიწევდა გამოსვლა.

ამ ეტაპზე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, 4 აგვისტოდან კი დატვირთვ
ები შემცირდება.

პირველ ტურში თბილისის "დინამოს" ვეთამაშებით. ვიცით, რომ მეტოქეს კარგად ჰყავს შესწავლილი ჩვენი გუნდი."დინამო" გაძლიერდა, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა. რთული თამაში იქნება.

ჩვენი მიზანი კი დამდეგ სეზონში, მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვებაა"
, - გვითხრა "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ "მეტალურგი" დატოვეს გია კვარაცხელიამ და გიორგი თექთურმანიძემ. ისინი რუსთავურ კლუბში "დინამოდან" იყვნენ განათხოვრებულები და "მეტალურგისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ხმაურიანი ტრანსფერები არ განუხორციელებია, თუმცა ყველა რგოლში თანაბრად და კარგად დაბალანსებული კოლექტივია, რაც მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად სავსებით საკმარისია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული