"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.
რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.
ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში - ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ თურქეთთან. ეს შეხვედრები გადაწყვეტდა, შევინარჩუნებდით თუ არა შანსს მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად.
საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მარტის ბოლოსთვის, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი. თან დაჭიმულ კუნთს ვიშუშებდი და ნაოპერაციებ მუხლსაც ვუფრთხილდებოდი.
მეორე გუნდში რამდენიმე მატჩი ვითამაშე. ვარჯიშის შემდეგაც ვრჩებოდი და ზედმეტად ვიტვირთებოდი.
თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალენ ჟირესმა მაინც დამაყენა სასტარტოში. ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით. ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან უნდა მომეგერიებინა ბურთი, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და... ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს.
მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა. ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, - სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ...
ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე ძალა. ჟირესმა მეორე ტაიმის პირველ წუთებზე შემცვალა. როცა მოედნიდან გავდიოდი, ხალხი მისტვენდა... უშვერად მაგინებდა...
თამაშის შემდეგ თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს, მაგრამ ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და ალბათ ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, არავინ დამინდო, რაც საკმაოდ რთული გადასატანი აღმოჩნდა.
ბერძნებთან 1:3-ით დავმარცხდით, მაგრამ ამით ჩვენი მუნდიალზე გასვლის შანსები არ იწურებოდა. თუ თურქეთს დავამარცხებდით, ამბიციები შეგვრჩებოდა. თუმცა თურქებთან თამაშამდე ორი დღით ადრე ჟირესმა ერთხელაც მიხმო თავისთან... მითხრა, გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადშიც ჯობია არ იყო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, ვითომ მცირე ტრავმა გაქვსო.
ძალიან არ მესიამოვნა ასეთი შემოთავაზება. ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. მატჩისწინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს.
საბერძნეთთან წაგების შემდეგ თურქეთთანაც გაგვიჭირდა თამაში და 2:5-ით დავმარცხდით.
ერთხელ თამუნამ მითხრა, ისეთი, როგორიც ბერძნების თამაშის შემდეგ იყავი, არასოდეს მინახიხარო. სახლში დაბრუნებულმა თავი კი შევიკავე, მაგრამ აბა, თამუნას რას გამოაპარებ. შენი ასეთი ცარიელი თვალები და გამომეტყველება არ მახსოვს და ამის უფლება არც გაქვსო.
ვიგრძენი, რომ ჩემი ნახევარი მელაპარაკებოდა, ადამიანი, რომელშიც უამრავი ენერგიაა და სწორედ ამისთანა მომენტებისთვის აქვს გადანახული. სახლში რომ ყველაფერი ისე მქონდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, გასაგებია, მაგრამ კიდევ იყო ბრძოლა, ნამდვილი ბრძოლა, რომელშიც ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ...
ერთი სული მქონდა, 2004-2005 წლების სეზონი ჩამთავრებულიყო. "რეინჯერსში" ერთხელაც გავხდი შოტლანდიის ჩემპიონი, ბოლო თამაშები სრულად ვითამაშე. ჩემპიონატის დასრულებას ორი ტური აკლდა, "აიბროქსზე" ბოლოსწინა შეხვედრას ვატარებდით - "მოზერველთან".
ეს ჩემი ბოლო თამაში იყო "აიბროქსზე" და, რა თქმა უნდა, ძალიან ვეცადე, რომ საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი. არც ღმერთმა მიმივიწყა და ყველაფერი დიდებულად წარიმართა. მე ერთ-ერთი გამორჩეული ვიყავი მინდორზე და ორი გოლიც გავიტანე. მოწინააღმდეგის მცველმა ისიც კი მითხრა, რომ გაოცებული იყო "რეინჯერსის" ამ გაუგებარი გადაწყვეტილებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა და მას მადლობა ვუთხარი.
ეს ყველაფერი თამაშის დროს ხდებოდა... პლუს ფონი, რაც ტრიბუნებზე ხდებოდა... ურთულესი იყო იმის წარმოდგენა, რომ ლურჯი მაისურით "აიბროქსზე" ბოლო შეხვედრას ვატარებდი, მაგრამ ამავე დროს, ამაყიც ვიყავი, ხალხი ფეხზე იდგა და ჩემს სახელს ყვიროდა... მე თვალცრემლიანი ვემშვიდობებოდი ადგილს, ქვეყანას და ხალხს, რომელმაც რამდენიმე ბედნიერი წელი მაჩუქა!..
ლუის ვან გაალმა დამირეკა, მესაუბრა და, სხვათა შორის, ისიც მკითხა, რამდენი წლის ხარო. როცა გაიგო, რომ 32 წლის ვიყავი, "ალკმაარში" გადასვლა შემომთავაზა.
გადაწყვეტილება მყისვე არ მიმიღია, თუმცა ბევრიც არ მიფიქრია; მსოფლიოში ცნობილ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან მიმზიდველი იყო. არც ის მინდოდა, რომ ახალ გუნდში გადასვლის საკითხი დიდი ხნით გაწელილიყო. მსურდა, ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაწყებულიყო და კიდევ გამეტანა გოლები. აჩის ნათქვამი - "შო... შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად!" - ძვალსა და რბილში ატანდა.
ძალიან მინდა, რომ ფეხბურთი ჩემი გიორგუნასთვისაც ის იყოს, რაც ჩემთვის იყო ბავშვობაში. მას არ უკვირს არც "ამსტერდამ არენა" და არც "აიბროქსი", არც "სელტიკ პარკი", არც "ჰემპდენ პარკი" და არც სხვა ცნობილი სტადიონები. ჩემთვის კი ეს დიდი ოცნება იყო.
მესმის, რომ ახლანდელი ბავშვები ჩვენი თაობის ბავშვებისგან განსხვავებულები არიან, მაგრამ მისი გულგრილი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი საკმაოდ გულსატკენია.
ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით!.. გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!..
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასეთი მშრალი და არაფრისმთქმელი
კომენტარის გაკეთებას საერთოდ არ გააკეთო
ჯობია.