ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი

ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ახალი სეზონის დაწყებამდე დრო ბევრი მქონდა და რობ კოუჰენის ორგანიზებულ "გლეხედბოლის" ტურნირში მივიღე მონაწილეობა, რომელიც კარიბის ზღვაზე, კუნძულ არუბაზე გაიმართა.

მე და აჩი ოჯახებით გავემგზავრეთ და არაჩვეულებრივი დროც გავატარეთ. ტურნირში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ძმები დე ბურები, როი მაკაი, არიენ რობენი, დირკ კაუტი, ფილიპ კოკუ, ჯონ ჰეიტინგა, დენი ლანდზაატი, პიერ ვან ჰოიდონკი.

მე და რონალდ დე ბურმა ფინალში ფილიპ კოკუ და ფრანკ დე ბური დავამარცხეთ და ტურნირის გამარჯვებული წყვილი გავხდით.

ამის შემდეგ პორტუგალიის ქალაქ ფაროში All Stars-ში მივიღე მონაწილეობა, სადაც რონალდოს გუნდმა 3:2-ით დაამარცხა ლუიშ ფიგუს გუნდი.

მოგვიანებით ამსტერდამში ჩავედი, რომ დროულად მეპოვნა სახლი და ყველა საორგანიზაციო საკითხი მომეგვარებინა. თამუნაც ჩამოვიდა. სახლი მალე მოვძებნეთ, ბავშვების სკოლის საკითხიც მოვაგვარეთ და მძიმე სეზონისთვის მომზადება დავიწყეთ.

ალკმაარი სულ რაღაც ორმოცი კილომეტრით არის დაშორებული ამსტერდამს. ჩემი სახლიდან ნახევარი საათი მჭირდებოდა ვარჯიშზე სასიარულოდ.

ამსტერდამმა ბევრი კარგი რამ გამახსენა. ამ ქალაქში ცხოვრება არასდროს გამჭირვებია, "აიაქსის" პერიოდიდან აქ ყოველთვის შინაურად ვგრძნობდი თავს.

4 ივლისს ვან გაალის გუნდში პირველი ვარჯიში ჩავატარე. ის, რომ ყოველდღე მაღალი დონის სპეციალისტი გიყურებს და გასწავლის - ჩემთვის უზარმაზარი სტიმული აღმოჩნდა.

მართალია, გამიჭირდა, რადგან ლუი ყველა ვარჯიშზე 100%-ით თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ მაინც შევძელი ყველა პრობლემის დაძლევა. მსურდა, განსაკუთრებით ლუისთვის მეჩვენებინა, რომ არ შემცდარა, რადგან ბევრმა გააკრიტიკა მისი არჩევანი, - არველაძე ბევრ ფულს აიღებს და იმის მეოთხედს ვერ შეძლებს, რაც "აიაქსში" ითამაშაო.

ოჯახის ყველა წევრი, როგორც ყოველთვის, გვერდით მედგა და მამხნევებდა: თამუნა, გიორგუნა, ელენიკო, აჩი, რეზი, თამრიკო, კიჭა, ჩემი თამუნას მშობლები - იზო და გია... აუ, რამდენი ძალა გროვდება ჩემში, როცა ყველა ჩემზე ფიქრობს და მეხმარება!.. ათასჯერ ვიმეორებ მათ ნათქვამ სიტყვებს: ნუ წუწუნებ, ღმერთს ნუ სცოდავ, შენ კიდევ ბევრი შეგიძლია და აუცილებლად შეძლებ!..

სახლში ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი. ადრე ვწვებოდი, რადგან დილას 9-ზე მიწევდა ადგომა. ერთხელ ჩამეძინა და დამაგვიანდა. რომ მივედი, ვარჯიში კარგა გახურებული იყო. ლუის ხასიათიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ძალიან გაბრაზდებოდა - დაგვიანებას არავის აპატიებდა...

მაგრამ შეწუხებული რომ დამინახა, მოვიდა, მხარზე ხელი გადამხვია და მითხრა: გეტყობა, კარგად გამოიძინე, ალბათ, გჭირდებოდა. არა უშავს, მთავარია, წინა "შტანგაზე" რომ პასი წამოვა, იქ არ დაგაგვიანდეს, დროულად დახვდე გადაცემას და გოლი გაიტანოო...

"აზეტს" კარგად შევეწყვე, მე და ქენეტ პერესი საუკეთესო წყვილი გავხდით ჰოლანდიაში. პირველივე მატჩში "სპარტასთან" ჩემმა ორმა გატანილმა გოლმა თითქოს ფრთები შემასხა და მთელი სეზონი ამ ფრთებით ვითამაშე. მეორე ტურში გასვლაზე "ვიტესეს" ვძლიეთ და იქაც ორი გოლი გავიტანე.

მალე "აიაქსთან" გვიწევდა თამაში. ეს მატჩი მხოლოდ ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ლუიც ხომ თავის საყვარელ "აიაქსს" პირველად უპირისპირდებოდა... ეს მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირებაც იყო. ვან გაალის "აზეტი" - დენი ბლინდის "აიაქსის" წინააღმდეგ.

ჩვენი პატარა სტადიონი თამაშამდე ერთი საათით ადრე გაივსო. ყველა დარწმუნებული იყო, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იქნებოდა. მე ჩემი მქონდა დასამტკიცებელი, ჩემს ნაცვლად ხომ "აიაქსმა" სხვა აირჩია.

ძალიან ვნერვიულობდი, ადრე ასე არასდროს მინერვიულია, თითქოს გამოცდა მელოდა. ახლა გამოჩნდებოდა ის, რასაც დავით ყიფიანი გვიმეორებდა ყოველთვის: - "თეთრი ტრაკი და შავი ტრაკი - აბანოში გამოჩნდებაო"... გამოდი და დაამტკიცე, რომ შეცდნენ, დაანახე ყველას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბიც შეცდომებს უშვებს...

ჩემები იქ იყვნენ და ისე განიცდიდნენ, თითქოს ბოლო შეხვედრას ვატარებდი...

პირველი გოლი ჩვენს კარში გავიდა, ვესლი სნეიდერმა გაიტანა. მე ანგარიში 1:1 გავხადე. რამდენიმე წუთში კი, პერესის კარგი გადაცემით, საკმაოდ ლამაზი გოლი გავიტანე და "აზეტი" დავაწინაურე.

პირველ ტაიმში "აიაქსმა" მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება... სნეიდერმა ისე საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

შესვენებაზე ვან გაალმა ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ტაიმი დიდი ანგარიშით არ წავაგეთ, რადგან ნახევარდამცველების მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო იყო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ახსნა ყველაფერი და მკაცრად მოითხოვა მისი ტაქტიკური დავალების შესრულება.

ყოველთვის მეგონა, რომ ტაიმებს შორის თხუთმეტწუთიანი შესვენება მხოლოდ დასვენებას ხმარდებოდა, მაგრამ ლუიმ თამაში ზუსტად ამ თხუთმეტ წუთში მოიგო... "აზეტმა" ყველა შეცდომა გამოასწორა და პერესმა კიდევ ორჯერ შეძლო "აიაქსის" კარის აღება!..

ჩვენ ურთულესი მატჩი მოვიგეთ და ყველა უზომოდ ბედნიერი დავრჩით. თამაშის შემდეგ "აიაქსის" გულშემატკივარმა ძალიან თბილად და დიდი ოვაციებით გამომაცილა, სტადიონი ერთხმად ჩემს სახელს გაჰყვიროდა, ამ პატარა შერკინებაში მე გავიმარჯვე!.. ყველა, ვინც მაკრიტიკებდა, სასწრაფოდ დაიმალა...

მეორე დღეს ყველა ჩემზე ლაპარაკობდა... ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მიკავშირდებოდნენ, კომენტარს მთხოვდნენ. მე კი, უბრალოდ, ვეუბნებოდი, რომ გოლების გატანა ყოველთვის კარგად მეხერხებოდა და ამაში გასაკვირი არაფერი იყო.

გაგრძელება იქნება
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ხარ ბატონო შოთა კარგი, დიდი იმედით ველოდები იბ დროს, როცა ვან გაალის დიდ დარიგებებს ქართულ ფეხბურთს ისეთივე კარგად, რომ მოახმარ, როგორი ფეხბურთელიც იყავი. გფარავდეს ღმერთი
gizog
10:59 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული