ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი

ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი
სექტემბრისა და ნოემბრის ევროპის სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი. ბევრი კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ფულის გამო არ მომიწერია ხელი "აზეტთან" და რომ ჩემთვის ფეხბურთი უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ვან გაალმა არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა გუნდში. მას შეუძლია თითოეული ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ ის ძალიან საჭიროა გუნდისთვის! ხანდახან გამოუცდელ, ახალგაზრდა ფეხბურთელს ისეთ პრინციპულ თამაშში დააყენებდა, რომ ძალიან მიკვირდა.

უმეტეს შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილება ამართლებდა ხოლმე.

ჩემპიონატში კარგად მივდიოდით, ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში ვიყავით, ხოლო უეფას თასის ჯგუფიდან ადვილად გავედით და მერვედფინალში სევილიის "ბეტისს" შევხვდით. გასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გვითამაშია, 2:0-ით დავმარცხდით...

"ბეტისთან" განმეორებით მატჩამდე სამი დღით ადრე "უტრეხტს" ვეთამაშეთ. ქულების დაკარგვა არ შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ ყველა მაინც "ბეტისზე" ფიქრობდა და ამან თამაშზეც იმოქმედა.

პირველი ტაიმი 0:3-ით წავაგეთ. ასეთი რამ ჯერ არ მახსოვს. მეგონა, ლუი დაგვხოცავდა, მაგრამ ვერ გამოვიცანი. ძალიან წყნარად გვითხრა: ვიცი, რომ უეფას თამაში ყველას განერვიულებთ, მაგრამ ასეთ თამაშს ვერავის ვაპატიებ. მე ასე სამარცხვინოდ არ ვაგებ და, როგორც გინდათ, ისე მოიკრიბეთ ძალა და გამოასწორეთ სიტუაციაო.

მერე ყველას ჰკითხა, ვის შეეძლო თამაში. შეცვლებიც გააკეთა და ლამის მინდორზე გამოგვყვა. მეორე ტაიმი 2:0-ით მოვიგეთ და კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა. თავი შევაკალით, 45-მა წუთმა დიდი ჯანი წაგვართვა. მე ფეხში ისე ჩამარტყეს, რომ შემდეგ თამაშამდე არ მივარჯიშია და მხოლოდ ჩვენი ფიზიოს დახმარებით დავდექი ფეხზე.

მატჩი დაძაბულად დაიწყო და მესამე წუთზე პენალტი მოვიპოვეთ... ჩემი დარტყმული ბურთი დამცველმა ხელით შეაჩერა. ასეთ დაწყებას ყველა ვნატრობდით, მაგრამ დენი ლანზატმა, რომელსაც მანამდე თერთმეტმეტრიანი არასოდეს გაუფუჭებია, ბურთი ძელს გაარტყა.

ამან არ დაგვაბნია, თუმცა შეგვეძლო საქმე გაგვეადვილებინა. მეოცე წუთზე, პერესის გადაცემით, ანგარიში გავხსენი, რასაც კიუ იალინსის გოლი მოჰყვა, 2:0! ასეთი ანგარიშით გავედით შესვენებაზე.

მეორე ტაიმი თანაბარი იყო და გოლი არ გასულა. დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც "უტრეხტთან" დახარჯული ძალა ძალიან საჭირო აღმოჩნდა, მაგრამ სადღა იყო ჯანი...

პენალტების სერიამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი, როცა "ბეტისმა" ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. ისეთი გამოცდილი მწვრთნელისთვის, როგორიც არგენტინელი ექტორ კუპერი იყო, არსებული ანგარიშით მატჩის ჩამთავრება პრობლემას არ წარმოადგენდა.

"აზეტმა" მართლაც კარგად ითამაშა და გული ძალიან დამწყდა, უეფას თასიდან გამოვარდნას ნამდვილად არ ვიმსახურებდით...

გასახდელში ცრემლები წამომივიდა, ჩემი ოცნების ასახდენად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩებოდა... ვინ იცის, კიდევ რამდენ წელს ვითამაშებდი, 34 წლის ვიყავი და ევროპული თასის აღებაზე ვოცნებობდი...

ზამთრის ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, პირველ მატჩს გასვლაზე, კელგაარის "როდასთან" ვთამაშობდით. ცივი იანვრის საღამო, გარეთ მინუს რვა გრადუსი... მე თამაშის წინა ინტერვიუში უკმაყოფილება გამოვთქვი, რატომ უნდა ვითამაშოთ ასეთ სიცივეში, ვერ გამიგია, არ შეიძლება ზამთრის არდადეგები უფრო გრძელი იყოს-მეთქი.

მინდვრები არ ვარგა, ტრავმები მატულობს და, საერთოდ, მეზიზღება სიცივეში თამაში.

ხალხი ამბობს, ცხოველების მეფე ლომიაო. რის ლომი, რა ლომი, მეფე - დათვია, მთელი ზამთარი სძინავს, კარგად გამოიზამთრებს და როცა ბუნება კარგ ხასიათზე დადგება და სიცოცხლეს მრავალი ფერი შეავსებს, მაშინ გაიღვიძებს...

გაგრძელება იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული