ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი


ნაწილი XXXI: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე

უკვე თხუთმეტი წელია, რაც უცხოეთში ვთამაშობ და არ მახსოვს, რომელიმე სეზონი დიდი დაძაბულობის გარეშე ჩამემთავრებინოს, რადგან ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში ვიყავი ჩართული. ანუ, კლუბის ამბიციების გარდა, ჩემი პირადი მიღწევებიც ასევე რთულად და დიდი შრომის ფასად მიჯდებოდა.

ჩემპიონატის მიწურული განსაკუთრებით მძიმეა, - დაძაბულობა იზრდება, გადაღლილი ხარ, უნდა გაუძლო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ღირსეულად უნდა ჩაამთავრო სეზონი და დაისვენო. ოღონდ დაისვენო იქ, სადაც ყველა და ყველაფერი გენატრება.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეორე ადგილზე გასვლა ან მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერებში ყოფნა და პირადი მიღწევები, ხანდახან წარუმატებლობად აღიქმებოდა, რაც ალბათ უსამართლობაა. მთელი წელია შრომობ, წვალობ და სულ რაღაც ერთმა ქულამ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს.

ასე იყო 2006 წელსაც, თუმცა თბილისში გამგზავრება გადაიდო, საქართველოს ნაკრებს შეკრება ჰქონდა გერმანია-ავსტრიაში, ჩვენ ახალი თავკაცი გვყავდა, - კლაუს ტოპმიულერი.

"ტოპი" ჩემს თაობაზე ამსტერდამში ვან გაალს შეხვდა. დარწმუნებული ვარ, ლუიმ ბევრი პოზიტიური რამ უამბო ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე და როგორც ადამიანზე. მოგვიანებით, მასთან შეხვედრისას ვიგრძენი - ჩემზე ყველაფერი იცოდა...

მეუღლესთან ერთად იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ბევრი ვისაუბრეთ - საქართველოზე, ნაკრებზე, მის ნაკლზე და პერსპექტივებზე, რა თქმა უნდა, ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზეც, რადგან თბილისში - იორდანიასთან თამაშის შემდეგ, როდესაც მთელი სტადიონი ტაშით მაცილებდა და ყველა ერთხმად ჩემს სახელს ყვიროდა, ნაკრებიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილი მქონდა.

ის ისეთ ნაკრებში მოვიდა, რომლის წარმატებისაც გულშემატკივართა უდიდეს ნაწილს აღარ სჯეროდა.

იმ შეკრებაზე ორი მატჩი ვითამაშეთ. ჯერ ახალ ზელანდიას შევხვდით და 1:3-ით დავმარცხდით... გოლი, კახა კალაძის პასით, მე გავიტანე.

მეორე შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე პარაგვაისთან 0:1 წავაგეთ. მართალია, წინა მატჩზე უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ, პრინციპში, სხვაობა დიდი არ იყო. მე ნაღდი გოლი არ ჩამითვალეს, სხვასაც ჰქონდა გატანის შანსი.

ამ წაგების შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ადრე ხდებოდა, - თითქმის არავინ ფიქრობდა იმაზე, რატომ წავაგეთ. უმეტესობა მარცხს უიღბლობას აბრალებდა. ამიტომ გვიძნელდება ჩვენივე შეცდომებზე სწავლა. დადგა შვებულების დრო...

ბიჭები მანქანით, ავსტრიიდან შვეიცარიის გავლით, მილანში წავედით. სულ რამდენიმე საათი დაგვჭირდა. მასპინძელიც ისეთი გვყავდა, ბევრი რომ ინატრებდა! კახა კალაძემ მილანში რესტორანი გახსნა და პრეზენტაციაზე დაგვპატიჟა.

მაგარი რამეა ევროპა. შეგიძლია რამდენიმე საათში ნახევარი ევროპა შემოიარო. კალაძის რესტორანშიც ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. იქაურობა შუაღამისას დავტოვეთ. ასეთი კარგი დრო დიდი ხანია არ გამიტარებია.

ასე დაიწყო იმ ურთულესი სეზონის შემდეგ ჩვენი დასვენება...

შვებულება თბილისსა და ჩაქვში გავატარე. იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, საქართველოდან არსად წასვლა აღარ მინდოდა. გაზეთ "სარბიელის" მიერ ჩატარებულ ჟურნალისტთა გამოკითხვით, სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე გახდა, მეორეზე "კობი" გავიდა, მესამეზე - მე.

გაგრძელება იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული