გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია

AutoSharing Option
გორის "დილამ" საქართველოს ჩემპიონატი ზედიზედ სამი მარცხით დაიწყო, მის მეტოქე "მარიტიმუს" კი საქმე გაცილებით უკეთესად აქვს - მადეირელებმა პორტუგალიის ლიგის საწყის ორ ტურში ოთხ ქულას მოუყარეს თავი.

მეორე ტურში "მარიტიმუმ" "ჟილ ვისენტეს" უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

"დილას" მოწინააღმდეგის შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებული იყო და ასე გამოიყურებოდა: სალინი, ბრიგელი, ჟოაო გილერმე, რობერჟი, რუბენი, როდრიგო ანტონიო (68. რაფაელ მირანდა), ჟოაო ლუისი, დანილო დიასი (77. სამი), ფიდელისი, ელდონი, გონსალო აბრეუ (57. დავიდ სიმაო).

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პლეი ოფში "დილასა" და "მარიტიმუს" შორის საპასუხო
მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხზე" 30 აგვისტოს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული