გორის "დილა" "მარიტიმუსთან" მატჩს პრობლემებით ხვდება

AutoSharing Option
გორის "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი გააჩნია. პირველ მატჩში პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" გასვლაზე წაგებული 0:1 ის შედეგია, რომელიც ვერ გაგვახარებს, მაგრამ შანსს ნამდვილად გვიტოვებს.

ფუნშალის კლუბი ისეთი ძლიერიც არ ჩანდა, როგორადაც პორტუგალიის წარმომადგენელი წარმოგვედგინა.

თუმცა, 30 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" ორივე გუნდს საკმაოდ მძიმე შეხვედრა ელის. სხვა თუ არაფერი, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის წყვილში გამარჯვებული 3,3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქართული კლუბისთვის ერთი წლის უზრუნველყოფილ ცხოვრებას ნიშნავს.

მდიდარი არც პორტუგალიური კლუბია და ცხადია, ეს თანხა არც მათ აწყენდათ.
მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ახლა პორტუგალიაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.

პირინეელები თბილისში 29 აგვისტოს, 17 საათსა და 30 წუთზე ჩამოფრინდებიან და სასტუმრო "რედისონ ბლუში" დაბინავდებიან. 19 საათსა და 45 წუთზე მათი მთავარი მწვრთნელი პედრუ მარტინში "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენციას გამართავს, 20 საათზე კი "მარიტიმუს" ვარჯიშია დაგეგმილი.

Sportall.Geგორელები მატჩისთვის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტ "ბასაში" ემზადებიან. 28 აგვისტოს ვარჯიში დახურული იყო, რადგან "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ საჭიროდ ჩათვალა, მოთამაშები მშვიდ გარემოში ყოფილიყვნენ.

გორელები მედიას დღეს "მიხეილ მესხზე", 18 საათსა და 30 წუთზე შეხვდებიან, 15 წუთის მერე კი ივარჯიშებენ.

სამწუხაროდ, "დილა" სრული შემადგენლობით ვერ ემზადება. დისკვალიფიცირებული მხოლოდ მცველი გიორგი შაშიაშვილი არის და შეხვედრას გამოტოვებს.

გამოირიცხა კახა ალადაშვილის თამაშიც, რომელსაც 13 აგვისტოს "ვიტ ჯორჯიასთან" ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში კუნთი დაეჭიმა. მართალია, მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა, კახა უკვე ინდივიდუალურადაც ვარჯიშობს, მაგრამ პორტუგალიელებთან მისი ასპარეზობა შეუძლებელია.

საზარდულის ტრავმის გამო "დილას" ვერც ირაკლი მოდებაძე დაეხმარება.

დავინტერესდით გორელთა ერთ-ერთი უმთავრესი იმედის, გოჩა ხოჯავას მდგომარეობით. მან გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციას გადის და კარგა ხანი ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, გამოირიცხა მოსკოვის "სპარტაკისა" და სენეგალის ნაკრების ყოფილი მცველის, იბრა კებეს ტრანსფერიც.

თითქოს ეს ყველაფერი არ ეყოფოდა, მოულოდნელად, თორმეტგოჯა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნახევარმცველ ლაშა გვალიას და არა მატო 30 აგვისტოს შეხვედრას გამოტოვებს, არამედ ერთი თვეც ვერ ითამაშებს.

თუმცა მთლად კატასტროფული მდგომარეობაც არ არის: დამაიმედებელია დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძის დაბრუნება. გამოჯანმრთელდა გულვერდ თომაშვილი და ბოლნისის "სიონთან" 18-კაციან განაცხადშიც მოხვდა.

სათამაშოდ მზად არის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანიც.

"დილა"-"მარიტიმუს" მატჩზე 17 ათასამდე ბილეთი გაიყიდება, მისი ღირებულება კი 5 ლარი იქნება. კლუბში გვითხრეს, რომ სურდათ, მაყურებელი უფასოდ შეეშვათ, მაგრამ კომერციალიზაციის პრინციპების მიმდევარმა უეფამ ამაზე უარი თქვა - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მატჩზე უფასოდ დასწრებას კატეგორიულად კრძალავს.

Sportall.Geრა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა და მომავალშიც იქნება, მაგრამ როდესაც კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფს უახლოვდება, თვალებს აღარ ხუჭავენ.

"დილას" პრესსამსახურში ისიც გვითხრეს, რომ უეფას მოთხოვნების გათვალისწინებით, 5 ლარიც მინიმალური თანხაა.

ბილეთები 29 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 11 საათიდან გაიყიდება, მატჩი კი 30 აგვისტოს 20 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მინდა სტადიონზე წასვლა,მაგრამ გული მეტკინება ვიცი და არ მივდივარ,კარგად გამიგეთ მინდა გორმა მოიგოს და ვიცი მოიგებს კიდეც,გული მტკივა ჩვენ ქომაგობაზე,ვერსად ვერ დაჯდები ნორმალუდ ვერ ნახავ კველგან იგინებიან ბინძური სიტყვები ნეტა ოჯახში ესე ყურობენ ფეხბურთს?თან თამაშის დაწყებამდე მოედანზე არ მიდიან რომ გამოვლენ ფეხბურთელები მოედანზე მოსათელად მაშინ შემოდის უმეტესობა და იწყება შენი რა ნომერია ჩემ ადგილზე ზიხარ და ესე შემდეგ,ჩემი აზრით თუ მართლა ქომაგი ხარ თამაშის დაწყებამდე 40წუთით ადრე მაინც უნდა შეხვიდე და ნახო შენი ადგილი,დამთავრდა აღარაა საჭირო ამდენი გინება სტადიონზე,აგინებენ ყველას ესე არ შეიძლება ზოგს მანდილოსნები ახლავთ არც მათი ერიდებათ,გეგონებათ ძალიან მაგრად გულშემატკივრობენ გუნდს,ეს ქომაგობა არაა ესაა უზრდელობის განსახიერება
vasiko basiladze
16:21 29-08-2012
0
აუცილებლად უნდა მოვიგოთ! ყველანი სტადიონზე! გვერდში დავუდგეთ ბიჭებს! არანაირი პრობლემა, ჩვენ ვიმარჯვებთ!
svani!
15:05 29-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული