დილა VS მარიტიმუ - ქართული ფეხბურთის შანსი

AutoSharing Option
30 აგვისტოს გორის "დილას" ქართული ფეხბურთის შელახული სახელის რეაბილიტაციის შანსი ეძლევა.

პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" გასვლაზე წაგებული (0:1) შეხვედრის შემდეგ საქართველოს თასის მფლობელი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდება.

"მიხეილ მესხზე" შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.

მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენცია ჩაატარეს.

Sportall.Geსიფრთხილე გვჭირდება
თემურ შალამბერიძე, გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი:
- გუნდში ნორმალური მდგომარეობაა, ყველას საბრძოლო განწყობა გვაქვს. დაგვაკლდება დისკვალიფიცირებული შაშიაშვილი და ტრავმირებულები - არზიანი, გვალია, მოდებაძე და
ალადაშვილი.

სამწუხაროდ, "ვიტ ჯორჯიასთან" საზარდული ასტკივდა მოდებაძეს, ალადაშვილმა კი კუნთი გაიწყვიტა.

ზუსტად ამ მატჩის გადადება გვინდოდა, მაგრამ...

დაგვიბრუნდა თომაშვილი, რომელიც სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, ჯერ მზად არ არის.

ამის მიუხედავად, განაცხადში მაინც გვეყოლება. ხოლო ვის ვათამაშებთ შაშიაშვილის ნაცვლად, ხვალ ნახავთ.

Sportall.Ge- პორტუგალიაში დაცვითი ტაქტიკა არჩიეთ. ახლა, ალბათ, ტაქტიკის შეცვლა მოგიწევთ.
- ევროპაში გახსნილი ფეხბურთის ჩვენების უფლებას არავინ მოგვცემს. გამომდინარე აქედან, სიფრთხილე გვმართებს, პირდაპირ შეტევაში არ უნდა გავვარდეთ, რადგან აქ ერთ შეცდომასაც არავინ გვაპატიებს.

მაგრამ პირველმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ გვყავს.

- "მარიტიმუს" ძლიერ მხარედ რას მიიჩნევთ?
- შეკრული გუნდია, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ საოცრებაც არ არის. კიდევ იმ აზრზე ვარ, რომ "ანორთოსისს" უფრო ძლიერი ფლანგის ფეხბურთელები ჰყავდა.

Sportall.Ge* * *
პრესკონფერენციას "დილას" ნახევარმცველი გოგუტა გოგუაც ესწრებოდა:

- "მარიტიმუდან" რამდენიმე ტექნიკური მოთამაშე მომეწონა. სუსტი გუნდი არ არის, მაგრამ დაუმარცხებელსაც არ ჰგავს.

მოსაგებად ყველაფერი უნდა გავიღოთ, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი შეტევაში გავარდნაც გაუმართლებელი იქნება.

- "დილამ" ბევრი ყვითელი ბარათი მიიღო. თქვენ სულაც "ანორთოსისთან" გაგაძევეს და ისე გამოვიდა, რომ გუნდი დააღალატეთ. ამის თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელები არ უნდა დაფიქრდეთ?

- კი, უნდა დავფიქრდეთ (იცინის). გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები შევიკრიბეთ და ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ბრძოლაც აუცილებელია.

Sportall.Geმხოლოდ ის ვთქვი, რომ რუსული გავლენა გქონდათ
შემდეგ მედიას "მარიტიმუს" მთავარი მწვრთნელი პედრუ მარტინეში შეხვდა:
- 18 მოთამაშით ჩამოვედით. ყვითელი ბარათის გამო შეხვედრას ჟოაო ლუიში გამოტოვებს. ეს არის გადამწყვეტი, ფინალის ტოლფასი შეხვედრა, რომლისთვისაც ერთი წელი ვემზადებოდით. დიახ, ჩვენი გეგმის განხორციელებას ერთი წელი ვცდილობდით.

- თქვენ ქართველები რუსებში აგერიათ...
- არა, მასე არ ყოფილა. მხოლოდ ის ვთქვი, რომ თქვენი საფეხბურთო სკოლა რუსული სტილის მსგავსია, რადგან თქვენზე გავლენა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

- "დილაზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- 70 წუთის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, ბურთიც გავიტანეთ, შემდეგ კი "დილამ" ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ძლიერი გუნდია და სერიოზულადაც ვემზადებით.

- თამაშს რა ტაქტიკით აპირებთ?
- დაცვით ფეხბურთს ნამდვილად არ ავირჩევთ. ვიმეორებ, ამ მატჩისთვის ერთი წელი ვემზადებოდით, ევროპის ლიგაში მოხვედრის მშვენიერი შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.

* * *
რაფაელ მირანდა, "მარიტიმუს" ნახევარმცველი:
- პირველ შეხვედრაში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დილას" 0:0-იც აწყობდა და თავიდან გვაკვირდებოდა, რისი უნარი შეგვწევდა. მათდა სამწუხაროდ, გავიტანეთ, გავიმარჯვეთ და ახლა ევროპის ლიგაში მოხვედრის ოდნავ მეტი შანსი გვაქვს.

- ჯგუფურ ეტაპზე "დილას" გასვლა სიურპრიზი იქნება?
- არა მგონია, რადგან ფეხბურთში სიურპრიზები ხშირად ხდება.

- "დილადან" ვის უფრთხით?
- ჩვენ გუნდურ თამაშს ვანიჭებთ უპირატესობას, თუმცა 12 ნომერი (გოგიტა გოგუა) მომეწონა.

Sportall.Ge

SPORTALL პროგნოზი 2:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილა" "მარიტიმუსთან" მატჩს პრობლემებით ხვდება
გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამგვარი უგულო ენაჩაგდებული მაყურებელი სტადიონზე არ მინახავს ჩემს სიცოცხლეში კომენტატორები1 არხზე გამოფანდურებული სტრატეგები ქაქანებდენ თვითონ არიცინ რა სისულელეებს შურიანი მხარში ვერ ამომდგომი ნაგვები კომენტარებშიც იგრძნობოდა შური
mito
21:58 30-08-2012
0
სულ დაკარგეთ რეალობის შეგრძნება ძმებო ? უყურებთ ალბათ პირველ ტაიმს და ხედავთ ამ საცოდავების ვაი ფეხბურთელობას ?! რამდენსაც ბევრს ვიბლატავებთ იმდენჯერ დაგვახიეს ბურთი კალათბურთში თუ ფეხბურთში, ეხლა დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ არ გაუართლათ და ა.შ როცა ცარიელ კარებში ვერ იტან იქ კი არ გიმართლებს არამედ არ იცი თამაში და კლასი არ გყოფნის ერთი მომენტი შექმნეს და გაგვიდეს ! აი ეგ არის კლასი ! და რამდენიც გვინდა ვიძახოთ არ გაგვიმართლაო მთავარი ანგარიშია და მორჩა ზედმეტი ლაპარაკი. ეხლა მე2 ტაიმიც დაიწყება და 2 მაგდენს დაგვიმატებენ კიდევ და მერე ილაპარაკეთ კაცურ თამაშზე
beqa
20:51 30-08-2012
0

სიახლეები პოპულარული