ფრაგმენტები შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გუშინ"

AutoSharing Option
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები
ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 -
გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე
ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...
ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა
ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა
ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
ნაწილი XXII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIII: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXIV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXV: შო, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად
ნაწილი XXVI: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVII: შო, შეტენე ერთი გოლი შენებურად
ნაწილი XXVIII: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXIX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXX: ალკმაარი - მე და ლუი
ნაწილი XXXI: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXII: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
ნაწილი XXXIII: ალკმაარი - მე და ლუი

ნაწილი XXXIV: 50 გოლი ამსტერდამ არენაზე
მერვედფინალში ბრემენის "ვერდერს" გადავეყარეთ. "ვერდერიც" ლიგიდან იყო და მის სიძლიერეში ეჭვი არავის შეჰპარვია. პრინციპში, ყველაზე არასასურველი მოწინააღმდეგე იყო ჩვენთვის.

სახლში 0:0, სტუმრად - 1:4 ვითამაშეთ. ეს ანგარიში არ ასახავს თამაშის მსვლელობას და ძალთა თანაფარდობას, მაგრამ სალაპარაკოც ბევრი არაფერია. უბრალოდ, ყველაფერი ცუდად დაიწყო.

გერმანიაში ისე წავედი, რომ ბუცები დამრჩა. მთელი კარიერის განმავლობაში, ასეთი რამ არასდროს მომსვლია!.. მგონი, არც ბავშვობაში.

სასწრაფოდ დავრეკე კლუბში და ის ბიჭები გავაფრთხილე, რომლებიც ტრავმის გამო არ თამაშობდნენ, მაგრამ მეორე დღეს საყურებლად და საგულშემატკივროდ მოდიოდნენ და ვთხოვე, რომ ბუცები წამოეღოთ. მანამდე კი ნათხოვარი ბუცებით ვივარჯიშე.

ცუდი შეგრძნება მქონდა, ჩემს თავზე ძალიან ვბრაზობდი, არ ვიცი, ეს როგორ დამემართა. ტურნირს გამოვეთიშეთ, ჩემი ოცნებაც საბოლოოდ დასრულდა. კარიერას ევროპული თასის გარეშე ვასრულებდი, თუმცა ვთვლი, არც ისე ცოტას მივაღწიე. 2006-07 წლებში ევროპაზე 8 გოლი დამიგროვდა, ხოლო საბოლოო ჯამში, უეფას თასის ისტორიაში, კარიერის განმავლობაში - 27 გოლით მესამე ადგილზე გადავინაცვლე.

სახლში ყველაფერი ძველებურად იყო. თამუნას ჩემი გიჟური განრიგი, ცხოვრების წესი და წამდაუწუმ მგზავრობა, რა თქმა უნდა, აღარ უკვირდა. ამიტომ ისიც ჩემსავით მოუთმენლად ელოდა სეზონის დამთავრებას.

"ერედივიზიონის" დასრულებამდე სამი ტური რჩებოდა, როცა ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პირველ ადგილზე ისევ პსვ იყო, ჩვენ და "აიაქსი" მეორე-მესამე ადგილებს ვინაწილებდით. "ვიტესს" 1:0-ით მოვუგეთ, თერთმეტმეტრიანი გავიტანე. მანამდე "რკს"-ს ვერ შევუგდე პენალტი და ლუიმ პენალტების დარტყმა ამიკრძალა, მაგრამ ამ თამაშზე პენალტის დარტყმაზე ყველამ უარი თქვა და მე, როგორც ლიდერმა, გადავწყვიტე, დამერტყა!..

თამაშის შემდეგ ლუიმ ძალიან მოკლედ მითხრა: ვამაყობ შენით!..

მერე "ჰერენვეენს" შევხვდით. 2:1-ს ვიგებდით, როცა გავიგეთ, რომ პსვ "უტრეხტს" ვერ უგებდა (1:1). "ჰერენვეენს" მესამე გოლი გავუტანეთ და თითქოს სურათი განმეორდა, ჩვენი თამაში უფრო ადრე მორჩა და ყველა "უტრეხტის" თამაშის საბოლოო შედეგს ელოდა. იგივე იყო გლაზგოშიც.

"ალკმაარს" პსვ-სთან და "აიაქსთან" შედარებით, ბურთების შეფარდება უკეთესი ჰქონდა და ყველანი სულმოუთქმელად ველოდით, რას იზამდა პსვ. ეინდჰოვენელებმა ვეღარაფერი მოუხერხეს "უტრეხტს" და ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე ჩვენ გადავედით.

ალკმაარის სტადიონზე ისეთი ამბავი ატყდა, ახლად აშენებული სტადიონი ლამის ხელახლა ასაშენებელი გახდა, - გულშემატკივარი უკვე "ალკმაარის" ჩემპიონობას ზეიმობდა... ყველას ეგონა, რომ ბოლო ტურში მაჩანჩალა "ექსელსიორს" გოლებით ამოვავსებდით.

"აიაქსი" "ტილბურგთან" თამაშობდა სტუმრად, პსვ - შინ, "ვიტესთან".

ბოლო ტურამდე დარჩენილი დღეები ძალიან მძიმე გამოდგა ჩვენთვის. გაზეთები და ტელეარხები უკვე იუწყებოდნენ, "ალკმაარი" ჩემპიონიაო, თუმცა ვგრძნობდი, ბოლო მატჩი ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის, ფაქტობრივად, ყველანაირად რთული იქნებოდა და ასეც მოხდა.

რამდენიმე ფეხბურთელს უიღბლობა დასჩემდა და "ექსელსიორთან" მატჩისთვის თავს ცუდად გრძნობდა. მე კი მქონდა ამის გამოცდილება, როცა ჩემპიონობა ბოლო ტურში გადამიწყდა. ეს ორჯერ იყო, რეინჯერსელობისას.

ბევრმა გულშემატკივარმა სხეულზე წინასწარ საჩემპიონო სვირინგებიც კი დაიხატა. ეჰ, ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე უიღბლოდ წარიმართებოდა ყველაფერი...

ჭორი გავრცელდა, რომ "აიაქსი" ყველა ხერხს მიმართავდა, ოღონდ ჩვენთვის ხელი შეეშალა. რაღას არ გაიგებდი იმ დღეებში, თუმცა უმთავრესი ერთი რამ იყო, - გამარჯვება! თუ "ექსელსიორს" ერთი ბურთის სხვაობით მაინც დავამარცხებდით, ჩემპიონები ვიყავით, რადგან ასეთ შემთხვევაში "აიაქსს" მინიმუმ შვიდბურთიანი, ხოლო პსვ-ს მინიმუმ ხუთბურთიანი სხვაობით უნდა მოეგოთ მეტოქეებისთვის.

...და თამაშის დღეც დადგა... გასახდელში ვართ. მსაჯმა მოედანზე გასასვლელად გვიხმო. როგორც კაპიტანმა, გუნდი გავაჩერე და ფეხბურთელებს ვუთხარი, - რაც არ უნდა მოხდეს, თამაში როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს, ყველანაირად ეცადეთ, წითელი ბარათი არავინ მიიღოს. თერთმეტი-თერთმეტზე "ექსელსიორს" აუცილებლად დავამარცხებთ-მეთქი.

მატჩის პირველ ათ წუთში ორი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე. ჯერ თავურით ავაცილე კარს, მერე კი მარცხენათი უნდა გამეტანა, - მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია.

მე-14 წუთზე კი მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა და თან ჩვენი მეკარე მოედნიდან გააძევა. ყველას ჩემი ნათქვამი გაახსენდა. 18 წუთის წინ ხომ ყველას ვემუდარებოდი, წითელი ბარათი არ მიიღოთ-მეთქი. ისე გამოვიდა, თითქოს წინასწარ მქონდა ნანახი ყველაფერი.

გოლიც გაგვიტანეს და ათი კაცითაც დაგვტოვეს... "კაცნაკლულებს" კი, თამაშის შემოსაბრუნებლად, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ენერგია გვჭირდებოდა. ტაიმის ბოლოს ანგარიში ციომერმა გაათანაბრა და შესვენებაზე 1:1-ით გავედით.

ვან გაალს ბევრი არაფერი უთქვამს, მთავარია, ყურადღებით იყოთო. მე მარჯვნივ გადამწია და თავდასხმის ცენტრში შეცვლაზე კუვერმანსი შემოიყვანა.

"კუვი" მთელი სეზონის განმავლობაში ლიგის ბომბარდირი იყო. ბოლო კვირას რამდენიმე დღე იავადმყოფა და ძირითადში არ იყო. არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობდა. მე ამ ადგილს ამ განსაკუთრებულ მატჩში არავის დავუთმობდი. ვუთხარი კიდეც, რომ ლუისთან შესულიყო და დალაპარაკებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუი გაუგებდა, ამ თამაშში მონაწილეობა დაიმსახურა და ათამაშებდა.

მეორე ტაიმი დაიწყო, ძალიან ვჩქარობდით, ძალა ნელ-ნელა გვეცლებოდა. მეტოქემ კუთხური მოაწოდა, მცველებმა თავით ცუდად მოიგერიეს ბურთი, რასაც ჩვენს კარში მეორე გოლი მოჰყვა. ამან მართლაც დაგვანგრია, ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დაგვეწყო. ენერგია თითქმის დაცლილი გვქონდა.

მიუხედავად ამისა, ანგარიში გავათანაბრეთ, - ეს "კუვიმ" გააკეთა. ნეტავი თავიდანვე გვყოლოდა... მოედანზე უკვე ძლივს დავდიოდით, დავლასლასებდით. ყველა შეცვლა გახარჯული გვქონდა, "ექსელსიორს" კი ახალი ფეხბურთელები შემოჰყავდა. უკვე ქაოსურად ვთამაშობდით და მატჩის ბოლოს მესამე გოლიც გავუშვით...

ჩვენი ბიჭები მოედანზე იწვნენ და ტიროდნენ. გულშემატკივარი განადგურებული იყო. "ალკმაარში" ყველაფერი მზად იყო ჩემპიონობის აღსანიშნავად, მაგრამ...

ჩემპიონი პსვ გახდა, "ვიტესს" - 5:1 მოუგო, "აიაქსმა" "ტილბურგს" - 1:0, ჩვენ კი მესამე ადგილზე ჩამოვიჩოჩეთ.

ვერ ვიხსენებ, რა ხდებოდა ჩვენს გასახდელში. ის კი მახსოვს, რომ დიდი ხანი მოვუნდით იქიდან გამოსვლას. ალკმაარში რომ ჩავედით, ხალხი სტადიონთან გველოდა. როგორც კი ჩვენი ავტობუსი დაინახეს, თავიანთ საყვარელ გუნდს ტაშით და სიმღერით შეეგებნენ, - ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ!..

(გაგრძელება იქნება)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული