სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანი წარადგინეს

AutoSharing Option
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა უკვე დაასახელა.

ახალ მთავრობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტს ლევან ყიფიანი დაიკავებს.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟი, რომელიც "ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმერ ვარძელაშვილს შეცვლის.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2012 წლის გაზაფხულზე დაასრულა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს (ის, ამავე დროს, მეორე ვიცე-პრემიერი იქნება).

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: შეურაცხმყოფელია, თასი ისევ დავით ყიფიანის სახელობის იყოს!
ლევან ყიფიანი: ფეხბურთს
პრემიერ-მინისტრი კურირებს

ლევან ყიფიანი "ქართული ოცნების" სპორტის ჯგუფს უხელმძღვანელებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული