აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა (საკალათბურთო და სარაგბო გუნდი "არმია") და შინაგან საქმეთა (კალათბურთის "შსს აკადემია", "ოლიმპი" და საფეხბურთო გორის "დილა") სამინისტროების გუნდებზე.
ეს აზრი საზოგადოებას გონებაში მას შემდეგ ჩაუბეჭდეს, რაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ პროფესიონალური (და არა სამოყვარულო) გუნდების შენახვა და დაფინანსება არამიზნობრივია, რადგან სამინისტროს ბიუჯეტში შესაბამისი თანხა განსაზღვრული არ იყო და იკითხა, საინტერესოა,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კი განაცხადა:
"უწყებრივი გუნდების არსებობა ნონსენსია. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, კლუბები არასაუწყებო დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ შუა სეზონში კლუბების დაფინანსების შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია".
ყიფიანს არ უთქვამს, რომ გუნდებს დაფინანსება ახლავე შეუწყდებათ. ის ყურადღებას დაფინანსების ფორმის შეცვლაზე ამახვილებდა და გარკვევით თქვა, საკითხს მომავალ ზაფხულს, ანუ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა მივხედოთო.
თუმცა რაიონებში ბევრს აქვს შიში, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაფინანსებას შეუწყვეტენ.
"ლელოს" თავისი შეშფოთება გაუზიარეს ოზურგეთის "მერცხალისა" და ბოლნისის "სიონის" წარმომადგენლებმა. მართალია, მათთვის დაფინანსება არ შეუწყვეტიათ, მაგრამ ეს ხალხი გაურკვევლობაშია და არ იციან, უახლოეს პერიოდში რა მოხდება.
თუმცა, საეჭვოა, გუნდებს დაფინანსება შეუწყდეთ. მაგალითად, უმრავლესობაში მოსული "ქართული ოცნების" ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე და მისი გარემოცვა მშობლიური ქალაქის მცხოვრებლებს "გურიის" აღორძინებას დაჰპირდა და არა - დაშლას.
აგორებულ ხმებს გამოეხმაურა დავით უგრელიძე, "ქართული ოცნების" სპორტული თემატური ჯგუფის წევრი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრება:
"ახლა სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ მაგალითად, ლანჩხუთის "გურიას" პრობლემები თემურ ჩხაიძის ბრალია? სად არის ლოგიკა?
საკრებულოებსა და გამგეობაში ისევ ის ხალხი არის, ვინც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. ცხადია, ბიუჯეტსაც კვლავ თავად განკარგავენ. ამდენად, გაუგებარია, მათ ხელს ვინ უშლის, გუნდები ისევ რომ დააფინანსონ? ან "ქართული ოცნებიდან" მათ ვინ უთხრა, გუნდებს დაფინანსება შეუჩერეთო?
დღეს ზოგიერთ კლუბს სახელმწიფო მახინჯი ფორმით რომ აფინანსებს, ამაზე არავინ დავობს. ისიც არ უნდა იყოს საკამათო, რომ დაფინანსების წყარო შესაცვლელია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეფორმირება გაუაზრებლად და კლუბების საზიანოდ გაკეთდება.
გუნდები არ დაიშლება. პირიქით, არის სურვილი, რომ ჩვენს სპორტს ჰქონდეს სერიოზული მხარდაჭერა - მას მაქსიმალურად მხარდაჭერა და მოღონიერება სჭირდება და ექნება კიდეც".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს
ლევან ყიფიანი: სპორტი უფასო უნდა გახდეს
დავით უგრელიძე: სიჭინავას ძალით არავინ გადააყენებს, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღდგეს!