ზვიად სიჭინავამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან 7 ნოემბრის შეხვედრის შესახებ.
"ახალ მინისტრს 7 ნოემბერს შევხვდით მე და გენერალური მდივანი. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მინისტრმა მითხრა, რომ ჩამეხედა ჩემს სინდისში და ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები დამენიშნა. მე ჩავიხედე და ვრჩები, იმიტომ, რომ კანონიერად ვარ არჩეული ფედერაციის ყრილობის მიერ.
ყველა ტელევიზიაში არსებობს კადრები და ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ მოვუწოდებდი 2011 წლის არჩევნების წინ, მოსულიყვნენ მსურველები და შემოეტანათ
ამიტომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 50 წუთით ადრე, ტელეკამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით, დავწერე განაცხადი და შევიტანე გენერალურ სამდივნოში.
სამინისტროს ბევრი ბერკეტი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია. არსებობს ინფორმაცია, რომ გულდასმით სწავლობენ ჩვენს დებულებას, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და არჩევნების დანიშვნა შეძლონ.
ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გავაგრძელოთ. ისედაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ფედერაციის ყველა თანამშრომელი.
მინისტრთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ფეხბურთი რეგრესს განიცდის. როცა ბოლო სამი წელია, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები სტაბილურად გადიან ელიტრაუნდში და წელს ჩვენმა 95-წლიანებმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშეს და მესამე ადგილი დაიკავეს, მგონი, ამას რეგრესი არ ჰქვია.
ფედერაციას თითქმის აღარ აქვს ვალი. ჩვენი დარჩენილი ვალია 350 ათასი დოლარი, რომელიც "ინფრონტთან" გვაქვს. თანხა კონტრაქტზეა მიბმული და 2013 წელს სრულად დაიფარება" - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
სფფ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოქმედი პროექტები გაგრძელდება და სამინისტროსთანაც ჩვეული, სამუშაო რეჟიმი იქნება.
gff.ge
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი ზვიად სიჭინავას განცხადებას გამოეხმაურა