ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები

AutoSharing Option
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შემაჯამებელი განცხადება გააკეთა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ზვიად სიჭინავამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან 7 ნოემბრის შეხვედრის შესახებ.

"ახალ მინისტრს 7 ნოემბერს შევხვდით მე და გენერალური მდივანი. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მინისტრმა მითხრა, რომ ჩამეხედა ჩემს სინდისში და ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები დამენიშნა. მე ჩავიხედე და ვრჩები, იმიტომ, რომ კანონიერად ვარ არჩეული ფედერაციის ყრილობის მიერ.

ყველა ტელევიზიაში არსებობს კადრები და ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ მოვუწოდებდი 2011 წლის არჩევნების წინ, მოსულიყვნენ მსურველები და შემოეტანათ
განაცხადები. მე კენჭისყრას არც ვაპირებდი. თუმცა ისე ამოიწურა ვადა, ერთი მსურველიც კი არ გამოჩენილა.

ამიტომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე 50 წუთით ადრე, ტელეკამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით, დავწერე განაცხადი და შევიტანე გენერალურ სამდივნოში.

სამინისტროს ბევრი ბერკეტი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია. არსებობს ინფორმაცია, რომ გულდასმით სწავლობენ ჩვენს დებულებას, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და არჩევნების დანიშვნა შეძლონ.

ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გავაგრძელოთ. ისედაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ფედერაციის ყველა თანამშრომელი.

მინისტრთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ფეხბურთი რეგრესს განიცდის. როცა ბოლო სამი წელია, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები სტაბილურად გადიან ელიტრაუნდში და წელს ჩვენმა 95-წლიანებმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშეს და მესამე ადგილი დაიკავეს, მგონი, ამას რეგრესი არ ჰქვია.

ფედერაციას თითქმის აღარ აქვს ვალი. ჩვენი დარჩენილი ვალია 350 ათასი დოლარი, რომელიც "ინფრონტთან" გვაქვს. თანხა კონტრაქტზეა მიბმული და 2013 წელს სრულად დაიფარება"
- განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოქმედი პროექტები გაგრძელდება და სამინისტროსთანაც ჩვეული, სამუშაო რეჟიმი იქნება.

gff.ge

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი ზვიად სიჭინავას განცხადებას გამოეხმაურა
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც არ გავს იქ როგორ ჩაიხედე ნეტა?როგორ ფიქრობ,გიორგი ნემსაძის ამბის შემდეგ ვინმე დააყენებდა კანდიდატურას?ახალგაზრდებში წარმატებები შენამდეც გვქონდა შიგადაშიგ,ისე მაინტერესებს,მესამე ადგილზე გასული Gუნდის მწვრთნელი სადაა ახლა?შენ ხელში რაც მართლა პირველად მოხდა,ესაა ჩემპიონის აღმასკომზე გამოვლენა,ამის შემდეგ აი ის,ნამუსი რომ ქვია ,ის რომ,გქონოდა ცოტა მაინც მანამდებ უნდა წასულიყავი.ახლა რაც შემეხება ვალებს,არცერთი სერიოზული სპონსორი შენ ვერ მოიყვანე ფედერაციაში,სახელმწიფოს და ფიფა უეფა ფულის გარდა თეთრი ვერ მოიზიდე და არა მგონია ამხრივ რამე საამაყოთგქონდეს.
daviti
19:10 08-11-2012
0
რომელ სინდისზე საუბრობ, შენ სინდისი რომ გქონდეს გადადგებოდი,
levani
19:51 08-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული