მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება

AutoSharing Option
ორგანიზაციამ "ჩვენი ფეხბურთი" ამ დღეებში მიმართვა გაავრცელა, სადაც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე მსჯელობს (იხილეთ ვრცლად).

გვესაუბრება "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი:

- ბატონო მიხეილ, Sportall.ge-ზე თქვენი მიმართვა გამოქვეყნდა. შეიძლება თუ არა, ეს წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყებად მივიჩნიოთ?
- რა თქმა უნდა. ამ მიმართვით გვინდა შევახსენოთ სფფ-ის სუბიექტებსა და საზოგადოებას, ქართულ ფეხბურთში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და სფფ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის შესახებ, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას.

- მაგრამ მომავალი არჩევნები, წესით, 2015 წელს უნდა
გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩაიხედა საკუთარ სინდისში" და არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

- მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა დაინახა სფფ-ის პრეზიდენტმა, როდესაც "თავის სინდისში ჩაიხედა", ეს მისი პრობლემაა; თუმცა, რიგგარეშე ყრილობისა და არჩევნების ჩატარებას მას არავინ ეკითხება. ეს აღმასკომის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, აღმასკომის წევრები - სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- იმედი გაქვთ, რომ მხარს დაუჭერენ თქვენს მოთხოვნას?
- ისინი მხარს დამიჭერენ არა პირადად მე, არამედ ქართული ფეხბურთის მომავალს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან. შეიძლება დღევანდელმა პრეზიდენტმაც ისევ იყაროს კენჭი, მაგრამ მჯერა, ამჯერად მაინც ისეთ კანდიდატს აირჩევენ, რომლის საფეხბურთო ხედვაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის განვითარებასთან თანხვედრაში იქნება და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან.

- როგორც წესი, ასე ხდება: მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა ცვლილებას მთლიანად მენეჯმენტის შემადგენლობის შეცვლა მოჰყვება ხოლმე.
- ყოველთვის არა. ქართულ ფეხბურთს ამ მხრივ გაუმართლა, - რეგიონებში სფფ-ს წარმოადგენენ პროფესიონალები, რომლებსაც გული შესტკივათ საქმეზე. მათ დაფასება და ნდობის გამოცხადება სჭირდებათ და არა მხოლოდ ყრილობაზე საჭირო ხმების მისაღებად ჩამოყვანა.

ასევე, დასაფასებელია კლუბების მფლობელთა საქმიანობა, - ჩვენი ფეხბურთის ძნელბედობის დროს, როდესაც სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო, შემდეგ კი არ სურდა ფეხბურთისთვის დახმარების გაწევა, მათ შეინარჩუნეს კლუბები და ამით ქართული ფეხბურთის განვითარების იმედიც.

- ვთქვათ, ჩატარდა ყრილობაც, არჩევნებიც და თქვენ აგირჩიეს. რის გაკეთებას აპირებთ?
- სხვათა შორის, ყრილობასა და არჩევნებს არც ველოდები, მე უკვე დავიწყე ამ საკითხებზე მუშაობა.

ამ დღეებში ოფიციალურად მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს. მათთან არაოფიციალური საუბარი უკვე მქონდა. ამ კომისიაში პროფესიონალებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმუშავებენ.

გარდა ამისა, ვიწყებ შეხვედრებს სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელებთან ამ პროგრამაზე მათი აზრის მოსასმენად. ამიტომ, ვფიქრობ, რომც არ ამირჩიონ, გაწეული შრომა მაინც წაადგება ქართულ ფეხბურთს.

- თქვენს მიმართვაში 2005 წლის შემდეგ ყველა პრეზიდენტს დანიშნული და არა არჩეული უწოდეთ, მაგრამ ხომ იყვნენ სხვა კანდიდატებიც? თუმცა, ისინი ხსნიდნენ თავიანთ კანდიდატურებს.
- რატომ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები ვლადიმერ გუცაევმა და რეზო არველაძემ - ერთ შემთხვევაში, ხოლო გიორგი ნემსაძემ (უკვე არჩევიდან ნახევარ საათში) - მეორე შემთხვევაში, ეს თვითონ მათ ჰკითხეთ.

მე ჩემი კანდიდატურის მოხსნას ნებისმიერი ზეწოლის გამოც კი არ ვაპირებ და ყველა ღონეს ვიხმარ, საფეხბურთო ოჯახი დავარწმუნო ჩემს გულწრფელ სურვილში, - ფეხზე დავაყენო ქართული ფეხბურთი.

მაგრამ ამისათვის აუცილებელია ობიექტური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

იხილეთ სრულად

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
ფიფას და ქართული სტანდარტები - ანუ რატომ არ იცვლება საარჩევნო კანონები?
ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები
ლევან ყიფიანი: ერთსულოვნებით ყველა პრობლემას დავძლევთ
თუ ფეხბურთისადმი ნდობის დაბრუნება გვინდა, ზვიად სიჭინავა უნდა გადადგეს
გოჩა ჯამარაული: არ მეგონა, ზვიად სიჭინავა სკამზე გამოკიდებული თუ იქნებოდა
სფფ-ის პრეზიდენტობის უკვე ცნობილი და მოულოდნელი კანდიდატები
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
მკითხველის კომენტარები / 4 /
მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე ზრუნვა ალაპარაკებს
jkk,nm
20:59 27-11-2012
0
მჯერა ამ კაციის იმედია გადადგება დომენტიი და აირჩევენ მიხეილს !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული