ზვიად სიჭინავა: 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის ვიბრძვით

AutoSharing Option
5 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება.

ამ მოვლენას დიდი ინტერესით ელოდება ქართული საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივარი, ვინაიდან, გასული სეზონის მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ამჯერადაც ორივე ასაკობრივი ნაკრებითაა წარმოდგენილი ელიტრაუნდში.

4 დეკემბერს, გამთენიისას, შვეიცარიაში გაემგზავრნენ სფფ-ის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე.

"უეფაში დიდი იმედებით მივემგზავრებით. უპირველესად, უფრო წელგამართულები ჩავალთ, რადგან ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ სერიოზულ პროექტებთან მიმართებაში, ჩვენმა მთავრობამ უეფას მყარი გარანტიები მისცა.

ამასთან, დიდი
სურვილი გვაქვს, ჩვენს გულშემატკივარს კარგი საჩუქარი გავუკეთოთ იმით, რომ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისმა 19-წლამდელთა ელიტრაუნდს უმასპინძლოს.

სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება ფუტსალის ოთხთა ფინალის მასპინძლობასთან დაკავშირებითაც.

ყველა აქამდე ჩატარებული ღონისძიების ორგანიზებაში საკმაოდ მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ და იმედია, უეფა ამჯერადაც გამოგვიცხადებს ნდობას. ასე რომ, იმედია თბილისში სასურველი "საჩუქრებით" დავბრუნდებით"
- აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული