"საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებით, ფეხბურთი უფრო მიმზიდველი გახდება და მეორე - სპორტში დახარჯული თანხის გადახდა წმინდა მოგებიდან არ უნდა ხდებოდეს. ახლა მათ ხარჯებშიც ვერ ვატარებთ; წახალისების სხვა ფორმის გამოყენებაც შეიძლება", - თქვა ფხაკაძემ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ფხაკაძის ინიციატივიდან. როგორც ჩანს, ფხაკაძე პრემიერლიგის შექმნით დაინტერესებული კლუბების ხელმძღვანელებში იდეების გენერატორის როლს ასრულებს.
შევიტყვეთ, რომ საფეხბურთო პროგრამის შემუშავებისა და ხელისუფლების პოზიციის გაცნობის მიზნით, "ტორპედოს"
ფხაკაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა.
"დიახ, 19 დეკემბერს მართლაც შევხვდი ფინანსთა მინისტრსა და მის მოადგილეს. ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ იმ საფეხბურთო საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ.
ორი აზრი არ არის, დღეს ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის აბსოლუტურად უინტერესოა და მდგომარეობას მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით თუ შევცვლით.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნოდარ ხადური და დავით ებრალიძე ფეხბურთის არა მხოლოდ მოყვარულები, არამედ ძალიან კარგი მცოდნეები არიან და გეტყვით, რომ ფინანსთა სამინისტროში დაიწყეს მუშაობა ფეხბურთის განვითარების კონცეფციაზე", - გვითხრა ფხაკაძემ.
აქვე გეტყვით, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, დავით ებრალიძეს საფეხბურთო წრეებში საკმაოდ კარგად იცნობენ. ის 2003 წელს დავით პეტრიაშვილს საარჩევნო შტაბის მუშაობაში ეხმარებოდა, 2008-2009 წლებში კი "ზესტაფონის" მენეჯერი გახლდათ.
საფეხბურთო თემატიკაზე ბევრი პიროვნების მოსაზრება გამოგვიქვეყნებია, მაგრამ მისნაირად საღი იდეები - იშვიათად.
ებრალიძის მოსაზრებები "ლელომ" ვრცლად გააშუქა. ყოფილი ენერგოომბუდსმენი კანონმდებლობას მშვენივრად იცნობდა და მასში ისეთი დეტალები აღმოაჩინა, რომლითაც საფეხბურთო კლუბებს საქმიანობა და არსებობა უნდა გაადვილებოდათ - აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო კლუბები იხდიდნენ (და დღემდე იხდიან) გაცილებით მეტ გადასახადებს, ვიდრე კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.
ებრალიძეს ხარჯების მინიმიზაციის კონკრეტული წინადადებები ჰქონდა.
პირველი მიწის გადასახადს შეეხებოდა. კანონით დღეს საქართველოში არსებული მოედნები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად განიხილება. ერთ ჰექტარზე გადასახადი 3 000 ლარია, მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადასახადი მხოლოდ 90 ლარია.
მისი წინადადება იყო, მოედნები მეორე კატეგორიაში გადაეყვანათ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სტატუსი მიენიჭებინათ.
ნატურალური ბალახი ზუსტად იგივეა, რაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ზუსტად იგივენაირად ხდება მიწის კულტივაცია, სასუქების შეტანა, დამუშავება და ასე შემდეგ. ამიტომ, მათი პირველ კატეგორიაში განხილვა არასწორია. მანამდე საკითხი ასე არავის დაუსვამს.
მისი მეორე წინადადება წყლის გადასახადს ეხებოდა, რაც კლუბებსა და სტადიონებს უდიდეს ხარჯად აწვებათ. ყოფილი ენერგოომბუდსმენი წყლის ტარიფში კარგად ერკვეოდა და ამბობდა, რომ ის ორი ელემენტისგან შედგება: ერთი არის წყლის გასუფთავება-მოწოდება-დამუშავების ტარიფი და მეორე - მისი უტილიზაცია, ანუ კანალიზაცია.
მოედნების მორწყვის დროს კლუბებს წყლის ხარჯის მეორე ელემენტი, კანალიზაცია, არ სჭირდებათ. არადა, მეორე ნაწილს ტყუილად იხდიან.
მოედნების მორწყვის გადასახადიც გადასახედია - ეს არის მელიორაცია, ამიტომ, მისთვის სპეციალური ტარიფი უნდა დაწესდეს, რაც საფეხბურთო კლუბებსა და სკოლებს არათუ მნიშვნელოვან, არამედ კოლოსალურ შეღავათს მისცემს. ამ საკითხის მოსაგვარებლად ფეხბურთის ფედერაციამ სემეკ-ს უნდა მიმართოს. სემეკ-ი კი, ვალდებულია, საკითხი განიხილოს და დააკმაყოფილოს.
ებრალიძემ ტრანსფერების საკითხიც წამოსწია. კლუბი უცხოეთიდან მოთამაშის ჩამოყვანისას თანხის 10 პროცენტს ბიუჯეტს უხდის, რადგან ეს მომსახურების ხარჯად განიხილება. არადა, ფიფა-უეფას მიდგომით, ტრანსფერი არის არამატერიალური აქტივი, იურიდიული უფლება, იგივე ლიცენზია და არა ხარჯად, არამედ, იურიდიულ აქტივად უნდა აღირიცხოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხარჯის გადასახადს აღარ იხდი.
23-წლამდელი ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში რომ გადიან, კლუბები ვერ ასაბუთებენ, მასზე რა ხარჯი გასწიეს. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, უცხოური კლუბები მიზერულ თანხებს გვიხდიან. როცა ხარჯებს დაასაბუთებენ, მერე ტარნსფერის ღირებულებაც გაიზრდება. ეს ჩვენი კლუბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შემოსავლების უდიდეს ნაწილს ახალგაზრდების უცხოეთში გაშვებით იღებენ.
ამას ემატება მოთამაშეთა მომსახურების ხარჯები, რაც სერიოზულ თანხებს უკავშირდება. საკითხი აქაც არასწორადაა დაყენებული - ფეხბურთელების კვება შეღავათადაა მიჩნეული. ამ დროს, მოთამაშეს გარკვეულ ფიზიკურ კონდიციამდე მისაყვანად კვებავ. ასე რომ, ეს არის ჩადებული აქტივი და არ უნდა იბეგრებოდეს.
არადა, დღეს მოთამაშის კვება საშემოსავლოთი იბეგრება. მერე კლუბები შავი ბუღალტერიით აღარ დაინტერესდებიან, ფეხბურთელთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აღრიცხავენ და დაინტერესებულ კლუბს წარუდგენენ.
ებრალიძემ საფეხბურთო სამყაროს უზარმაზარი გადასახადების მინიმუმამდე შემცირების იდეალური გზა აჩვენა, მაგრამ ეს იმდენად მაგარი წამოწყება იყო, ვერ გაუგეს და მხარი არ აუბეს - საფეხბურთო სამყაროში ხომ ინტელექტის ნაკლებობა და ინიციატივებისადმი გულგრილობა ყოველთვის იგრძნობოდა.
"ფეხბურთში დარჩენის სურვილიც აღარ მქონდა. სამწუხაროდ, ჩემს ინიციატივებს ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდნენ, ასე მუშაობა კი წყლის ნაყვას ჰგავდა და აზრი არ ჰქონდა", - გვითხრა მაშინ ებრალიძემ.
სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს რევოლუციის ტოლფასი ეს გადაწყვეტილებები არ ეღირსა. არადა, გუნდები და საფეხბურთო სკოლები გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდნენ, მთელი საფეხბურთო სისტემისთვის კი ეს უდიდესი ეკონომია იქნებოდა. ებრალიძე გვთავაზობდა არა კანონის შეცვლას, არამედ არსებულის გამოყენებას და კორექტირებას.
ეს მარტივი გამოსავალი იქნებოდა და მის ამოქმედებას გაცილებით მცირე დრო დასჭირდებოდა, ვიდრე ახლის მიღებას. წესით, სახელმწიფოც დათანხმდებოდა, რადგან სახელმწიფოს შეღავათების დაწესება უხერხულობას უქმნის - ფეხბურთს თუ აქვს, რა დააშავა ხელოვნებამ, ადგილობრივმა წარმოებამ, კინოინდუსტრიამ და ა.შ.
მაშინ ვწერდით, რომ არაორდინარულად მოაზროვნე ეს კაცი ფეხბურთის მიღმა არ დაიკარგებოდა და ასეც მოხდა. იმედია, დავით ებრალიძის ინიციატივებს ახლა მაინც უწერია განხორციელება, რითაც ქართული ფეხბურთი უდავოდ მოიგებს - მისი თქმით, წელიწადში, მინიმუმ, 25-27 მილიონ ლარს.
ახლა სახელმწიფო ფეხბურთში წლიურად დაახლოებით ამდენს ხარჯავს.
გაუხმაურებელი ფაქტი: ფინანსთა სამინისტროში საფეხბურთო კონცეფციაზე მუშაობენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით
თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი