თბილისის "დინამოს" თურქეთში ბასკი მცველი შეუერთდა

AutoSharing Option
თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მყოფ დინამოელებს 29 წლის ბასკი ცენტრალური მცველი უსტარიც ალდეკოაოტალორა ასტარლოა შეუერთდა.

უსტარიცმა, პრაქტიკულად, მთელი საფეხბურთო კარიერა ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბილბაოს "ატლეტიკში" გაატარა.

მას ბასკური გუნდის რიგებში პრიმერადივიზიონის, კოპა დელ რეის და უეფას ტურნირებში 150-მდე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მცველმა განვლილი სეზონი, იჯარის წესით, "რეალ ბეტისში" გაატარა. 2012 წლის ზაფხულში კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უსტარიცსა და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის არსებული კონტრაქტი შეწყდა. უსტარიცმა ჩვენს გუნდთან 7 თებერვალს პირველი ვარჯიში გამართა.

უსტარიცი: "ცხადია, გარკვეულ ინფორმაციას "დინამოს" შესახებ ინტერნეტიდან ვფლობ. ვიცი,
რომ გუნდი ჩემპიონატის ლიდერია. გარკვეული წარმოდგენა კლუბზე "დინამოს" ესპანელი ლეგიონერების მხრიდანაც მაქვს.

ვიცი, რომ "დინამო" სწორი პრინციპების, დიდი ამბიციების გუნდია და დიდი სურვილი მაქვს, კლუბის ნაწილი გავხდე".


fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ასეტი პროფესიონალები მისაღებია რომელიც ნამდვილად გააძლიერებს კლუბს ! წარმატებები მეგობარო წინ დინამოოოო
ბექა
21:51 07-02-2013
0

სიახლეები პოპულარული