დღეისათვის არსებული სურათით, გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით შემდეგი მონაცემები გამოაქვეყნა:
ამ ეტაპამდე აბსოლუტურად ყველა კლუბის ჯამური ფასი გაიზარდა, მაგრამ დეკემბერში გორის "დილაში" მომხდარი ცვლილების შემდეგ საქართველოს კლუბების ჯამური ფასი 40 მილიონს ვეღარ აღწევს.
მიზეზი ისაა, რომ რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ენერგიაში" გადავიდნენ ძვირად ღირებული ფეხბურთელები: ლაშა სალუქვაძე (750 000) და გოჩა ხოჯავა (550 000), გოგიტა გოგუა (1,0 მლნ ევრო) კი "დილაში" ოფიციალურად
ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისის "დინამოს" (1,8 მლნ ევრო), გორის "დილას" (0,675 მლნ ევრო), "ზესტაფონისა" (0,6 მლნ ევრო) და ქუთაისის "ტორპედოს" (0,6 მლნ ევრო) ჯამური ფასი.
ბოლნისის "სიონმა" ლეგიონერთა ტრანსფერებიდან ისარგებლა - უდავოდ აღსანიშნავია ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მცველის, გალ საპირის (75 000 ევრო) და პოლონელი ნახევარმცველის, პაველ ჰაიდუჩეკის (400 000 ევრო) გადმოყვანა.
თბილისის "დინამო" განსაკუთრებით ახეირა 29 წლის ბასკი ცენტრალური მცველის, უსტარიცის და სლოვაკი პეტარ გრაიციარის კონტრაქტებმა - პირველის მიახლოებით სატრანსფერო ფასად "ტრანსფერმარკტი" მილიონ ევროს ასახელებს. არც არის გასაკვირი, მან მთელი კარიერა ესპანეთის პრიმერადივიზიონში (ბილბაოს "ატლეტიკი", "ბეტისი") გაატარა და 150-მდე შეხვედრა ჩაატარა. გრაიციარის ფასი კი 750 ათასია.
მეორე ბუნდესლიგაში გამოცდილებამიღებული 28 წლის გერმანელი პატრიკ მილხრაუმის ჩარიცხვით "დინამოს" ჯამს 200 ათასი ევრო დაემატა.
თუ გორის "დილას" ლიტველი დამრიგებელი, ვალდას ივანაუსკასი რიგის "სკონტოსა" და "დაუგავას" ლატვიელ მეკარეს, კასპარს იქსტენსს დაიმატებს, საქართველოს თასის მფლობელის ფასი 200 ათასით გაიზრდება.
უცნობია "ზესტაფონის" ახალწვეულის, ესპანური "რეალ სარაგოსა 2"-ში ნათამაშები 19 წლის ალჟირელი ფორვარდის, მოჰამედ რეკრუკის მიახლოებითი სატრანსფერო ფასი.
გუნდის პრეზიდენტ ილია კოკაიას თქმით, "ზესტაფონმა" კონტრაქტი გაუფორმა სანტანდერის "რასინგში" ნათამაშებ ორიოლ ლოსანოს - ესპანელი ცენტრალური მცველის მისვლით საქართველოს ჩემპიონის ჯამს კიდევ ნახევარი მილიონი ევრო დაემატა. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კიდევ ვის დაიმატებს.
ამრიგად, ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერების ათეულის სათავეში "დინამოს" ბასკი ახალწვეული უსტარიცი აღმოჩნდა და პირველობა თანაგუნდელ ჩისკოს ჩამოართვა, რომლის ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულებაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 250 ათასი ევროთი შემცირდა.
ძვირად ღირებული ლეგიონერების ათეული კი ასე გამოიყურება:
1. უსტარიცი (დინამო) 1 000 000
2. ჩისკო (დინამო) 750 000
3. გრაიციარი (დინამო) 750 000
4. მიკელ ალვარო (დინამო) 700 000
5. ორიოლ ლოსანო (ზესტაფონი) 500 000
6. ნათან ჟუნიორი (დილა) 450 000
7. ლეონარდო (დილა) 300 000
8. კარლეს კოტო (დინამო) 250 000
9-10. იგორ იელიჩი (ზესტაფონი) 200 000
ბოტი გოა (ზესტაფონი) 200 000
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" თურქეთში ბასკი მცველი შეუერთდა