"რეხვიაშვილის პროფესიონალიზმის დონე ერთად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს"

AutoSharing Option
21 თებერვალს "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალწვეულების წარდგენა შედგა.

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გავლილი შეკრებები შეაფასა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დუშან უჰრინი: "ჩვენი მუშაობის დაწყებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და რა თქმა უნდა, თითოეული დეტალის გაუმჯობესება გვსურს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ჩვენი გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი ცხრილის სათავეში დავასრულეთ, იყო ბევრი შეცდომა და მეორე ნახევრისთვის, ვფიქრობ, შესაბამისი შევსება მოვახერხეთ.

ჩვენგან ყველა ჩემპიონობას ელის და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ორი თურქული შეკრება
გავიარეთ. პირველ მოსამზადებელ ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთეთ, მეორე შეკრებაზე კი ყურადღება ტაქტიკურ სამუშაოებს დავუთმეთ.

შეკრებაზე შვიდი საკონტროლო მატჩი გავმართეთ და ვეცადეთ, სათამაშო კომპონენტებში კიდევ უფრო მეტად დახვეწილიყო გუნდი.

წინ რთული მატჩები გველის და როგორც შინ, ასევე, განსაკუთრებით, სტუმრად იმაზე უფრო უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ ეტაპზე.

ზამთრის პაუზისას რვა ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის, ბათუმის "დინამოდან" - ნიკა დიასამიძე.

იგი პერსპექტიული ფეხბურთელია. გუნდში რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდაა: პაპავა, ხოჭოლავა, შინდაგორიძე.

ჩვენ ამ ეტაპზე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ევროასპარეზზე ღირსეული თამაშისთვის ვემზადებით და აქედან გამომდინარე, აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ.

დიასამიძე, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეორე გუნდთან ერთად მოემზადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში და თამაში საერთოდ არ მოუწევს.

ლევან ხმალაძე და ირაკლი ძარია პირველ გუნდთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. რაც შეეხება გიორგი რეხვიაშვილს, იგი ჩვენს გუნდთან ერთად აღარ იქნება.

რეხვიაშვილი გუნდმა ტრანსფერზე დააყენა, ვინაიდან მისი პროფესიონალიზმის დონე ერთად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს".

fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
რა ხდება "დინამოში" - სად არიან ხმალაძე, რეხვიაშვილი, ძარია?
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოხ ეს ყბადაღებული არაპროფესიონალიზმი.აი რა ღუპავს ქართველ ფეხბურთელებს.წარმომიდგენია რეებს გააკეთებდნენ შეკრებებზე.ხოდა მერე დაიწყებენ მწვრთნელმა ამითვალწუნაო,პელე ვარ მარა ვერ ვხვდები რატომ გამომიშვაო,რატომ-აი ამიტომ. 95 პროცენტი ჩაცუცქული მენტალიტეტის არის...
MARADONA
15:37 26-02-2013
0
შენ ხარ უფრო ძლიერი დუშან. რა სირცხვილია
გელა
22:22 21-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული