საქართველოს ნაკრების მოთამაშეს ჯარში იწვევენ

AutoSharing Option
საბჭოთა პერიოდში თბილისის "დინამოსა" და ბევრი წამყვანი კლუბის მოთამაშეები შეღავათებით სარგებლობდნენ. მათ ჯარში არ იწვევდნენ ან საამისოდ არსებობდა არმიის საფეხბურთო კლუბები, სადაც ვარჯიშისა და ფორმის შენარჩუნების მინიმალური საშუალება მაინც ჰქონდათ.

ცხადია, საქართველო პატარა ქვეყანაა და იმის ფუფუნების უფლება არ გააჩნია, ყველა სპორტსმენი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან რომ დაიხსნას. რამდენიმე ქვეყანაში მკაცრი წესები მოქმედებს - მაგალითად, ისრაელსა და საბერძნეთში. ომარ თეთრაძე რუსეთის ნაკრების წევრი გახლდათ, მაგრამ წარმოშობით ბერძენი საბერძნეთის პასპორტსაც ფლობს და როდესაც სალონიკის პაოკ-ში ჩაირიცხა, სავალდებულო სამსახური შეახსენეს და ვარჯიშზე ჯარიდან
დადიოდა.

მაგრამ ეს გამონაკლისებია. ქვეყნების უმრავლესობა გამორჩეულ სპორტსმენებს სავალდებულო სამსახურისგან ათავისუფლებს, რადგან ქვეყნის ინტერესი სპორტულ სარბიელზეც არის დასაცავი. საქართველოში კი ჯერ ეს ამბავი მოუგვარებელია. ჩვენი წერილი სწორედ ამას ეხება.

უკვე 4 წელია, რაც შოთა ჭანუყვაძე საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრია. 23 წლის ფეხბურთელს მალე ნაკრებთან ერთად შეკრება და ჰოლანდიაში გასამართი ელიტ რაუნდის მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ნაკრების ნაცვლად, ჯარში აღმოჩნდეს.

"საქართველოს ნაკრებში 2010 წლიდან სისტემატურად მიძახებენ. წლეულს ორჯერ ვიყავი მალტაზე, ტურნირიც ვითამაშე და შესარჩევის შეხვედრებიც. მაგრამ ახლა არ ვიცი, ნაკრების დახმარებას მოვახერხებ თუ არა.

საქმე ისაა, რომ ოთხი თვის წინ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მივიღე. ასეთი წესია: ფოსტით მოგიტანენ უწყებას, რომელსაც ხელი უნდა მოაწერო და კომისარიატში გამოცხადდე. კომისარიატში ვიყავი და მითხრეს, რომ ჯარიდან გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

საქმეში ჩაერთო ფუტსალის ასოციაცია, მიმართა სპორტის სამინისტროს, რომელმაც პრეზიდენტს შესაბამისი წერილი გაუგზავნა, მაგრამ 4 თვეა, რაც არაფერი ისმის, არც თანხმობა და არც უარი.

ამ დღეში მარტო მე არ ვარ. იგივე პრობლემა ფუტსალის ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრსა და კანდიდატს შეექმნა - ზურაბ ლუკავას და რატი ხოსრუაშვილს, რომლებმაც პორტუგალიასთან მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

მე რაც ვიცი, მსგავსი დაბრკოლება ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ წევრსაც ჰქონდა: თემურ ქეცბაიამ გამოიძახა, მაგრამ შეკრების პერიოდში ჯარში გაიწვიეს და ნაკრებში ვერ გამოცხადდა.

ნაწილობრივი გამოსავალი არსებობს, 2000 ლარს გადავიხდი და დროებით არ წავალ, მაგრამ, მალე მაინც გამიწვევენ და ისევ ამ პროცედურის გავლა მომიწევს. გვერდში მიდგას ჩემი გუნდის, თსუ-ს ხელმძღვანელობა, ნაკრების მენეჯერი, მთავარი მწვრთნელი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი და სპორტის მინისტრი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცე", - ამბობს ჭანუყვაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბზეც ველაპარაკეთ. "ლელოს" მკითხველს ეცოდინება, რომ საქართველს ჩემპიონატის ორი ტური თსუ-მ არ ითამაშა. მიზეზი ისაა, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ ჭანუყვაძე ამბობს, რომ თსუ არ იშლება:

"ჩვენ შეგუებულები ვიყავით, რომ გუნდი იშლებოდა. მაგრამ გადავრჩით, სეზონის ბოლომდე დაგვაფინანსებენ და ჩემპიონატს დავასრულებთ. მერე რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ.

თსუ ჩვენს ფუტსალში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და იმედია, მის მომავალზე კვლავაც იზრუნებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მესმის ამ ბიჭის,ისეთი პოლიტიკა იყო აქამდე რომ არც სპორტი უნდოდათ და არც კულტურა,ჯერ ისედაც რა დღეშია ერთიც და მეორეც და ახლა კიდე უარესი გახდება :(((ეს არის რეალობა,ჯარში წასვლა რომ შველოდეს საქმეს ყველა წავიდოდა ბავშვიც და ქალიც......ამიტომ სპორტის და კულტურის წარმომადგენლები შეღავათით უნდა სარგებლობდნენ...
karlo
12:04 25-02-2013
0
მერე არასწორია ნიჰათი თუ გაიწვიეს ეს თურქეთისთვის არის ცუდი, მინდორზე უფრო მეტის გაკეტება შეეძლო ქვეყნისთვის ვიდრე ავტომატით ხელში.ამ ბიჭის შემთხევვაში რა პრობლემაა ვერ გამიგია ხო არ იძახის რომ არ წავალ ჯარში არასდროსო? ესეთი ელემენტარული შეღავათი ნაკრების წევრისთვის ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ არ გაბაზრებულიყო ესეტი მაშტაბით, სირცხვილია რა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული