როგორ და რა როლში დაბრუნდება ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, 35 წლის ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილის მეშვეობით გვამცნო სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

ბერლინის "ჰერტას" ვეტერანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ეროვნული ნაკრებიდან მადლობის გარეშე დაითხოვეს - ლევანმა 2011 წლის ნოემბერში, თბილისში საბერძნეთის წინააღმდეგ მე-100 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც მისთვის ნაკრების კარი დაიხურა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო წერილის ბოლო ნაწილი, სადაც ლევანი ამბობს:

"ნაკრებიდან მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი, მაგრამ ქართულ ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდები".

ბუნებრივია, ამ განცხადებით კობიაშვილმა ქართველი გულშემატკივრების ცნობისმოყვარეობა გაამძაფრა: როგორ და რა როლში დაბრუნდება ლევანი
ქართულ ფეხბურთში?

ამის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის 22 ოქტომბერს "ლელო" წერდა. ქართულ ფეხბურთში ოპოზიციური ფრონტი ამოქმედდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა: ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი, "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეტერანი ფეხბურთელი დავით უგრელიძე და უეფას მედიაოფიცერი და ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მამუკა კვარაცხელია.

მაშინ მკითხველისთვის ამ სიაში ყველაზე მოულოდნელი ლევან კობიაშვილის დასახელება იყო, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრს ეს ცრუ ინფორმაცია ეგონა.

მაგრამ საინტერესო იყო თავად ლევანის ორაზროვანი კომენტარი:

"არ დავმალავ - მაქვს სურვილი, ქართულ ფეხბურთში დავბრუნდე და წლების განმავლობაში გერმანიაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო...

თუ რაღაც შეიცვლება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, მაშინ ამაზე უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებ. ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს ეწურება. ეს ადამიანი აირჩიეს და მუშაობაც უნდა აცალონ...

მეორე მხრივ, იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც ამბობს, რომ ის არჩევნები უსამართლო იყო და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი".

არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი იმაზე - თავად აქვს თუ არა პრეზიდენტობის სურვილი. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დანამდვილებით არის ცნობილი, რომ გერმანიაში "მისტერ საიმედოობად" მონათლული კობიაშვილის კანდიდატურა მართლაც განიხილებოდა.

როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში "რაღაც შეიცვალა" და სავარაუდოდ, მალე ლევანი თავის განცხადებებში უფრო კონკრეტული იქნება. ისიც დავაზუსტეთ, რომ შემდეგი ვარიანტი განიხილება: საპრეზიდენტო არჩევნებში ბერლინის "ჰერტას" მცველი დავით უგრელიძესთან დუეტში იბრძოლებს, რაც მათ შანსს გაზრდის.

უგრელიძე ყოველთვის ლაპარაკობდა ფეხბურთის ფედერაციაში სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე და სიჭინავას გადადგომისკენ მოუწოდებდა.

ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ხელმეორედ 2011 წლის 22 იანვარს, XIX ყრილობაზე აირჩიეს და მის პრეზიდენტობას ვადა 2015 წელს გასდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია მართლა ჩატარდება სამართლიანი ვადამდელი არჩევნები და ფეხბურთს ფედერაციას პროფესიონალები უხელმძღვანელებენ, რომლებიც მართლა იზრუნებენ ქართული ფეხბურთის განვითრებაზე, თორემ დავიღალეთ ამ ცირკაჩების ყურებით და უაზრო დაბოლებებით, ხალხი იმ დონემდე დაიყვანეს, რომ წაგებულ თამაშებზეც ლამის მადლობებს ახდევინებენ.
sando
13:48 03-04-2013
0
რა გახდა ერი კაი ციკლი..ნუ გვაცულებტ ფეგბუტს бббыуьшсгчвш გული ...
reso
14:21 03-04-2013
0

სიახლეები პოპულარული