საქართველო და აზერბაიჯანი - დიდი განსხვავება ფინანსებში

AutoSharing Option
საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული პრემიერლიგის იდეამ ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მიზეზი ფინანსების მხრივ, ქვეყნებს შორის არათანაბარი მდგომარეობაა.

დღეს აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად ჩვენზე მაღლა დგანან, ბევრად მაღალი ბიუჯეტი აქვთ, უკეთესი ლეგიონერებითაც არიან გაძლიერებულები... შესაბამისად, ჩვენზე უკეთეს სასტარტო მდგომარეობაში იმყოფებიან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ყველაზე ღარიბი კლუბების ბიუჯეტი 2-3 მილიონი დოლარია, ჩვენში კი ამხელა თანხის მქონე კლუბს მდიდრებს ვეძახით.

ბაქოს "ინტერის" დამრიგებელმა კახა ცხადაძემ დააზუსტა: "რამდენადაც ვიცი, ბაქოს "ნეფთჩის" ბიუჯეტი 25 მილიონია, მაგრამ არ ვიცი, ამდენი ფული ერთად აღებული ყველა ქარ
თულ კლუბს თუ ექნება".

ამიტომაც საინტერესო უნდა იყოს გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემები. აქ ჯამური მაჩვენებელი კლუბის ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების მიხედვით დგინდება.

აზერბაიჯანი
1. ბაკი 7 700 000
2. ყარაბახი 7 500 000
3. გაბალა 7 200 000
4. ნეფთჩი 6 050 000
5. ხაზარი 5 775 000
6. ინტერი 4 075 000
7. სიმურგი 3 875 000
8. აზალი 2 650 000
9. რავანი 2 550 000
10. თურანი 1 400 000
11. სუმგაითი 1 200 000
12. ქიაფაზი 925 000
ჯამი 50 900 000
ლეგიონერების რაოდენობა 36,8 %

საქართველო
1. დინამო 10 175 000
2. დილა 6 225 000
3. ზესტაფონი 5 675 000
4. ტორპედო 4 900 000
5. მეტალურგი 3 275 000
6. ჩიხურა 2 875 000
7. სიონი 2 550 000
8. ბათუმი 2 225 000
9. ვიტ ჯორჯია 2 100 000
10. ზუგდიდი 1 950 000
11. მერანი 1 550 000
12. კოლხეთი 1 375 000
ჯამი 44 875 000
ლეგიონერების რაოდენობა 7,5 %

შენიშვნა: ციფრები მოცემულია ევროებში

ახლა რაც შეეხება კლუბების ბიუჯეტებს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანში მინიმალური ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარია, მიახლოებითი მონაცემები კი ასეთი გახლავთ:

აზერბაიჯანი
1. ნეფთჩი 25 მლნ
2. ხაზარი 25 მლნ
3. ბაკი 20 მლნ
4. გაბალა 20 მლნ
5. ყარაბახი 15 მლნ
6. ინტერი 12 მლნ
7. სიმურგი 6,5 მლნ
8. აზალი 3 მლნ
9. რავანი 3 მლნ
10. თურანი 3 მლნ
11. სუმგაითი 3 მლნ
12. ქიაფაზი 3 მლნ
ჯამი 138.5 მლნ

შენიშვნა: თანხები მოცემულია დოლარებში


საქართველო
1. დინამო 8.3 მლნ
2. დილა 6 მლნ
3. ტორპედო 4.8 მლნ
4. ზესტაფონი 3.3 მლნ
5. მეტალურგი 3 მლნ
6. ჩიხურა 3 მლნ
7. ბათუმი 1.6 მლნ
8. სიონი 1.3 მლნ
9. ვიტ ჯორჯია 1.2 მლნ
10. მერანი 0.8 მლნ
11. ზუგდიდი 0.7 მლნ
12. კოლხეთი 0.3 მლნ
ჯამი 34.3 მლნ

შენიშვნა: თანხები მოცემულია ლარებში


ქართული კლუბების საბიუჯეტო მონაცემები სხვადასხვა წყაროდან მოვიძიეთ, თუმცა ზუსტი ცნობების მოპოვება ძნელია. და მაინც: აზერბაიჯანთან ჩამორჩენა თვალსაჩინოა.

"გაბალაში" თამაშობდა შოტლანდიელი მეკარე გრემ სმიტი, რომელიც ამბობს:

"გაბალაში" გამოსვლისას მივხვდი, შოტლანდიური კლუბები სახსრებს რა ეფექტურად იყენებენ. ბევრად მეტი თანხებით აზერბაიჯანელები სტადიონზე მაყურებლის მოზიდვას ვერ ახერხებენ. მათი ლიდერების ბიუჯეტები შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბების თანხებს 10-15-ჯერ აღემატება. ამის შემდეგ მიკვირს, ჩვენი ლიგის წარმომადგენლები თავის გადარჩენას და არსებობას როგორ ახერხებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 2 /
გრემ, შენ ვერ გაიგებ ეგეთ ამბებს. აქ სხვა კულტურა და ტრადიციებია:)
შოტლანდიაში არასოდეს ყოფილა ისეთი კორუფცია, როგორიც აზერბაიჯანშია. ამიტომ, არ გასწავლეს არც სახლში, არც სკოლაში, არც სადმე სხვაგან. არ გესმის, არ იცი :)
დუდუ
19:07 23-04-2013
0
მერე კიდე ის გიკვირთ რატო წააგო ზესტაფონმა ნეფტჩისთან??? ზესტაფონზე თითქმის 8-ჯერ მეტი ბიუჯეტი ქონიათ...... ჩვენ რომ მაგდენი ფინანსები გვქონდეს, მაგარი გუნდები გვეყოლებოდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული