საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი, ვიღაცის კრიტიკა, ვიღაცის ქება, მიზეზების ძებნა და სამომავლო გეგმების აწყობა. ხელმოცარვის თავი და თავი კი ჩვენი სიღარიბეა.
სიღარიბეში კარგი არაფერია, აქ სულ ტყუილად ეძებენ ბოჰემასა და რომანტიკას. სიღარიბე თამბაქოსავით იოლად მისაჩვევი არ არის, ადამიანიც ებრძვის მას და ამ ბრძოლაში გადის ცხოვრება.
ადრე უფრო მეტი იყო ფულიანი გუნდი საქართველოში, ოღონდაც იმიტომ არა, რომ ადრე
ერთი პერიოდი კარგი ბიუჯეტი ჰქონდათ საქართველოს რკინიგზისგან დაფინანსებულ თბილისის "ლოკომოტივს" და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოღონიერებულ გორის "დილას", თუმცა უწყებრივი კლუბები უკვე ძალიან დიდ ანაქრონიზმს წარმოადგენენ...
საქართველო კოლონია იყო, რუსეთი მიტროპოლია, ამიტომაც ქართველები რუსეთში მიდიოდნენ ფულის საშოვნელად. მერე პოლიტიკური ვითარება გამწვავდა, რუსეთში მოსაქმე ქართველი ბიზნესმენები საქართველოში ფულით ჩამოსვლას ერიდებოდნენ.
"დინამო თბილისის" ახლანდელი პრეზიდენტი რომან ფიფიაც რუსეთშია გამდიდრებული, თუმცა "დინამოში" მისი მისვლა უფრო უწინდელი ხელისუფლების ინიციატივას ჰგავს.
მხოლოდ რუსეთი და უკრაინა. სხვა ქვეყანაში გამდიდრებული ქართველების ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში - ასეთი რამ მე არ გამიგია. და საერთოდ, ქართველები რუსეთისა და უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებში თითქმის ვერ მდიდრდებიან.
ვფიქრობ, ის მდიდარი ქართველები, რუსეთში რომ საქმიანობენ, საჭირო ხალხია ქართული ფეხბურთისთვის. ეს ის სეგმენტია, ქართულ ფეხბურთში რეალურად რომ შეუძლია მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება.
მილიონერები საქართველოშიც არიან, მაგრამ მათ უმეტესობას ფეხბურთი არ უყვარს და ცხადია, რომ ამ სფეროში სოციალური პროექტები მათთვის მიმზიდველი არ არის.
საქართველოში მდიდრებს უკვე აღარ ავალებენ საფეხბურთო გუნდის მაღალ დონეზე შენახვას. ესეც წარსულს ჩაბარდა.
სახელმწიფო ვერ აფინანსებს უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს. სიღარიბეა მეტი წილი ქართული კლუბების ხვედრი.
დუხჭირი ცხოვრება კი ჩაგრავს და აჩიავებს ადამიანებს. სიღარიბე ყველა ქვეყანას გამოუვლია, ოღონდაც ყველა ქვეყანა არ არის თანაბარი, შესაძლებლობების მხრივ.
ძალიან ბევრია საქართველოზე მდიდარი ქვეყანა და ფეხბურთშიც ძალიან ბევრი დაგვეწია, გაგვისწრო და ვინც უკვე ჩვენზე წინ იყო, კიდევ უფრო დიდი მანძილით დაგვშორდა.
რა უნდა ვქნათ?
ირვინ შოუს "მდიდარი, ღარიბი" ჩამოვიღე თაროდან. ცხადია, მკითხველს სულ არ აინტერესებს ჩემი ამბავი, ჯორდახების ოჯახის ამბავი კი სწორედაც რომ საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ მოქმედება ამერიკაში ხდება, შესაძლებლობების ქვეყანაში.
"მდიდრების ამინდია" - ასე ამთავრებს ამბავს ირვინ შოუ.
ჩვენ კი ღარიბები ვართ. ხალხი ისე დაითრგუნა, სტადიონზე ძლივს დადის ფეხბურთის საყურებლად და ეს წლობით დუხჭირი ცხოვრების ბრალი უნდა იყოს.
უიმედობის განცდაც ძალაუნებურად მოდის.
ქართულ ფეხბურთს ისევ გარედან თუ მოაფულიანებს ვინმე, კლუბების მოღონიერების სხვა საშუალება ჯერ არ ჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თვალსაზრისი: მდიდარი, ღარიბი...
ასე რომ ჩემო დათო შენი გაჭირვება იმაშია რომ უცებ გინდა წარმატება, ხოლო უცებ არ არი. სომხებს ის გუნდი ყავთ ჩვენ 21-იანებს რომ ეთამაშენ. ნელ ნელა გაზარდეს. ხოლო შენ გინდა რუსეთიდან ფული ჩამოატანინო და ამ ყაჩაღებს შეაჭმევინო. ანუ არ გაზარდო, არ იმუშაო, არ იფიქრო, არ ისწავლო და ა.შ. მართლა გასულ საუკუნეში ჩარჩენილხარ.