ეს ინციდენტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ სომხეთში, სადაც www.armsport.am-მა სტატია და სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
იხილეთ ვიდეო
უცვლელად გთავაზობთ სომხურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას.
როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს
17 ივნისს, თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქს" შორის საქართველოს დედაქალაქში გამართული ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელიც
"დინამოს" დაახლოებით 130-მა გულშემატკივარმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა "შირაქის" რამდენიმე ათეულ ქომაგს, რომელთა შორის 30-მდე გოგონა და ყმაწვილი იყო...
მატჩის დროს ქართველი გულშემატკივრები აქტიურები იყვნენ, ორგანიზებულად უჭერდნენ მხარს თავიანთ გუნდს და ერთი შეხედვით, ხულიგნებს არ ჰგავდნენ, მაგრამ საფინალო სასტვენიდან ერთ წუთში სტადიონის გასასვლელში თავს დაესხნენ "შირაქის" ფანებს.
ძალები აშკარად არათანაბარი იყო და შეტაკება რომ მომხდარიყო, შედეგები ტრაგიკული იქნებოდა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა და სომხური დელეგაციის წევრებმა შეძლეს, დროულად აღეკვეთათ "დინამოს" ფანების აგრესია, რის შემდეგაც სტადიონზე პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ.
სომეხმა გულშემატკივრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სამართალდამცველთა დახმარებით დატოვეს, რადგან ქართველი ფანატები სტადიონის სიახლოვეს მორიგ შეტაკებას ამზადებდნენ...
როგორც წესი, თბილისში გამართული სომხურ-ქართული საფეხბურთო მატჩები მსგავსი ინციდენტებით ხშირად სრულდება, მაგრამ ამჯერად შეხვედრა ამხანაგური იყო და დაპირისპირება მოსალოდნელი არ იყო.
ამ შემთხვევამ კი გვაჩვენა, რომ ქართულ მხარეს ყველა შემთხვევაში უნდა ეზრუნა სტუმრად მყოფი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე.
P.S. "შირაქის" გულშემატკივრები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, მატჩის შემდგომ არსებულ ვითარებას ტელეფონებით იღებდნენ და შესაძლოა, ქსელში მალე გამოჩნდეს კიდეც ინციდენტის ამსახველი უფრო მკაფიო ვიდეორგოლი.
ასევე იხილეთ:
დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]