ამხანაგური თამაშის დასრულების შემდეგ ქართველ და სომეხ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარების გამწვავება არ დაუშვეს.
სომხები კი წერდნენ, რომ "ბორის პაიჭაძეზე" ცოტაც და, ტრაგედია დატრიალდებოდა...
თბილისურ მატჩს კვლავ მიუბრუნდა სომხური საიტი armsport.am, რომელმაც თვითმხილველი სომეხი გულშემატკივრის ნაამბობი და ინციდენტის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.
იხილეთ ვიდეო
armsport.am-ზე გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
"შირაქის" გულშემატკივარი ყვება, რა მოხდა თბილისური მატჩის შემდეგ
"შირაქის" თავგადაკლული გულშემატკივარი არტურ მელიკიანი თბილისში ესწრებოდა "დინამოსთან"
აი, რა უამბო მელიკიანმა საიტის კორესპონდენტს.
"თითქოს ამხანაგური მატჩის დროს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ნერვები ნაკლებად უნდა ჰქონდეთ დაძაბული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამხანაგური შეხვედრა მეზობელი ქვეყნების კლუბებს შორის იმართება.
მეგობრული თამაში "დინამოსა" და "შირაქს" შორის მეგობრული ანგარიშითაც დასრულდა - 1:1 ორივე გუნდის კარგ პერსპექტივაზე მიგვანიშნებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
მაგრამ "დინამოს" გულშემატკივრებმა რატომღაც ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაადეს...
ჩვენი ტრადიციული შეძახილი "ტა-სი-ბოვ!" (მიახლოებითი თარგმანი: "ითამაშეთ აღმაფრენით") მათ ყურში ისე ჩაესმათ, როგორც "როსია". ცნობილია, რომ ქართველებს არ უყვართ რუსები და რუსეთი და საპასუხოდ მათ დაიწყეს სკანდირება - "აზერბაიჯან!"
ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდა, დაადასტურებს, რომ სიტუაცია კურიოზული იყო.
და ამის შემდეგ მოხდა კიდეც დაპირისპირება, თუმცა ეს სიტყვა კარგად ვერ ასახავს მომხდარს. ქართველები პროვოკაციის ორგანიზებას ეშურებოდნენ, რის პასუხადაც არაფერს ვაკეთებდით, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ცარიელი ბოთლის მათი მიმართულებით გადაგდებას.
"დინამოს" გულშემატკივრების ქმედებას "პაცნური" შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ ქართველმა პოლიციელებმა ამის აღკვეთა ვერ შეძლეს. მაქსიმუმი, რაც მათ გააკეთეს, სტადიონის ტერიტორიიდან ჩვენი სწრაფად ევაკუაცია იყო.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა პოლიციელებმა ჩვენს უსაფრთხოებაზე დედაქალაქის გასასვლელამდე იზრუნეს.
მე გადავიღე დინამოელების გმირობა. ვიდეო სამოყვარულოა, ამიტომ მისი ხარისხის გამო ბოდიშს ვიხდი".
ასევე იხილეთ:
armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]