17 ივნისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
შეხვედრაც მეგობრული ანგარიშით, 1:1 დასრულდა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი totalfootball.am-ის ჟურნალისტს, დავით გალუსტიანს ვთხოვეთ, რომელიც მატჩის დღეს "დინამო არენაზე" იმყოფებოდა.
"სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიწევს თბილისიდან არა მხოლოდ ფეხბურთზე წერა, არამედ ინციდენტზეც.
2010 წელს თბილისში სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე ვმუშაობდი. სომხეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ მოედანზე დაპირისპირება დაიწყო.
ამჯერად კი, ღმერთის წყალობით, მოედანზე ყველაფერი ისე იყო, როგორც
საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე გულშემატკივართან ერთად ჩამოვედი, რომელთა შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.
ყველა საფეხბურთო დღესასწაულისა და საინტერესო მატჩის ხილვისთვის იყო შემართული. პროვოკაცია და მით უმეტეს, პოლიტიკური სახის, აზრად არავის შეეძლო მოსვლოდა.
"დინამოს" ფანების გარკვეულმა ჯგუფმა, უბრალოდ, გაიგო ის, რისი გაგებაც უნდოდა. ღმერთის წყალობით, სერიოზული არაფერი მომხდარა.
კოპენჰაგენში, როცა სომხეთმა დანია ანგარიშით 4:0 დაამარცხა, დანიელები ფეხზე იდგნენ და ჩვენს ფეხბურთელებს ტაშს უკრავდნენ, ხოლო ჩვენი გულშემატკივრები დანიელი ქომაგებისგან მხოლოდ მილოცვებს იღებდნენ.
მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენს რეგიონში ფეხბურთი ოდესღაც მხოლოდ დღესასწაულთან და მეგობრობასთან იქნება ასოცირებული, ხოლო პროვოკაცია და აგრესია აღარ იქნება".
ასევე იხილეთ:
არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ [VIDEO]
armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]