სომეხი ჟურნალისტი: სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიწევს თბილისურ ინციდენტზე წერა

AutoSharing Option
ფოტო: სომეხი გულშემატკივრები თბილისში

17 ივნისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაც მეგობრული ანგარიშით, 1:1 დასრულდა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი totalfootball.am-ის ჟურნალისტს, დავით გალუსტიანს ვთხოვეთ, რომელიც მატჩის დღეს "დინამო არენაზე" იმყოფებოდა.

"სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიწევს თბილისიდან არა მხოლოდ ფეხბურთზე წერა, არამედ ინციდენტზეც.

2010 წელს თბილისში სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე ვმუშაობდი. სომხეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ მოედანზე დაპირისპირება დაიწყო.

ამჯერად კი, ღმერთის წყალობით, მოედანზე ყველაფერი ისე იყო, როგორც
ეს ამხანაგურ შეხვედრას შეესაბამება, მაგრამ გულშემატკივრებს შორის მომხდარმა მცირე ინციდენტმა ამ დღეს ცუდი დაღი დაასვა.

საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე გულშემატკივართან ერთად ჩამოვედი, რომელთა შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.

ყველა საფეხბურთო დღესასწაულისა და საინტერესო მატჩის ხილვისთვის იყო შემართული. პროვოკაცია და მით უმეტეს, პოლიტიკური სახის, აზრად არავის შეეძლო მოსვლოდა.

"დინამოს" ფანების გარკვეულმა ჯგუფმა, უბრალოდ, გაიგო ის, რისი გაგებაც უნდოდა. ღმერთის წყალობით, სერიოზული არაფერი მომხდარა.

კოპენჰაგენში, როცა სომხეთმა დანია ანგარიშით 4:0 დაამარცხა, დანიელები ფეხზე იდგნენ და ჩვენს ფეხბურთელებს ტაშს უკრავდნენ, ხოლო ჩვენი გულშემატკივრები დანიელი ქომაგებისგან მხოლოდ მილოცვებს იღებდნენ.

მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენს რეგიონში ფეხბურთი ოდესღაც მხოლოდ დღესასწაულთან და მეგობრობასთან იქნება ასოცირებული, ხოლო პროვოკაცია და აგრესია აღარ იქნება".

ასევე იხილეთ:
არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ [VIDEO]
armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამათმა დანიას 4:0 მოუგეს ჩვენ კიდე 2:1 წავაგეთ!სომხური ფეხბურთი რომ წინაა უნდა ვაღიაროთ! ჩხუბი არ მაინტერესებს!
vaaaa
18:55 21-06-2013
0
მაინც შენი დედა მოვ**ან
irakli baramidze
15:15 19-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული