დუ­შე­თი "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნას ელის

AutoSharing Option
წლე­ბის წი­ნათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ქვე­და ლი­გებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ას­პა­რე­ზობ­და დუ­შე­თის "არაგ­ვი". ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კე­რა ყო­ველ­თ­ვის იყო და ად­გი­ლობ­რივ ნორჩ ფეხ­ბურ­თე­ლებს ზრდის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ - მა­თგან სა­უ­კე­თე­სო­ებს დიდ ფეხ­ბურ­თ­ში გზის გაკ­ვალ­ვის შანსს "არაგ­ვი" აძ­ლევ­და.

ბო­ლო სე­ზო­ნებ­ში კი დუ­შე­თი გუნ­დის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ წყდე­ბა ბავ­შ­ვ­თა ჯგუ­ფე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და პა­ტა­რე­ბი "დუ­შე­თის" სა­ხე­ლით საკ­მაო წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ ასა­კობ­რივ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

"დუ­შეთს" ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტი ში­ო­ლა ში­ო­ლაშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც "არაგ­ვის" აღ­სად­გე­ნად იბ­რ­ძ­ვის.

"არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვი გვყავს, რომ­ლებ­საც ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ყვე­ლა შან­სი მო­ეს­პო­ბათ, თუ "არაგ­ვი" არ
აღ­დ­გე­ბა. ამ ბი­ჭებს მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბათ.

თუ დუ­შეთ­ში ფეხ­ბურ­თი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში არ აღორ­ძინ­და, მთე­ლი თა­ო­ბა და­ი­კარ­გე­ბა, რაც ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი უბე­დუ­რე­ბა იქ­ნე­ბა", - გვითხ­რა ში­ო­ლაშ­ვილ­მა, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­თაც 2008-09 წლე­ბის სე­ზონ­ში "არაგ­ვ­მა" სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ლი­გა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ამის შემ­დეგ კლუბ­ში, რო­მელ­საც პირ­ველ ლი­გა­ში უნ­და ეთა­მა­შა, საქ­მე ცუ­დად წა­ვი­და. ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ჯერ ში­ო­ლაშ­ვი­ლი მოხ­ს­ნა, მა­ლე კი თვით "არაგ­ვ­მაც" შეწყ­ვი­ტა არ­სე­ბო­ბა.

ამ­ჟა­მად ბავ­შ­ვ­თა სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "დუ­შეთ­ში" და­ახ­ლო­ე­ბით 120 მო­ზარ­დი ვარ­ჯი­შობს. ისი­ნი გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი არი­ან. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი "დუ­შეთს" ტურ­ნი­რებ­ში სა­მო­ნა­წი­ლეო თან­ხა­საც უხ­დის და მწვრთნე­ლებ­საც მცი­რე ხელ­ფა­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "დუ­შე­თი" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნის გა­რე­შე მი­სი მო­მა­ვა­ლი ბუნ­დო­ვა­ნი ხდე­ბა.

"დუ­შე­თის" აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლურ სტა­დი­ონ­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ, რომ­ლის ტრი­ბუ­ნე­ბიც ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ მო­ედ­ნის სა­ფ­არის ხა­რის­ხი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. რა თქმა უნ­და, სა­ნამ "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ჯერ მო­ე­დანს უნ­და მი­ე­ხე­დოს.

ბო­ლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო რუ­კა გვა­რი­ა­ნად შემ­ცირ­და და დუ­შე­თი ერთ-ერ­თი იმ ქა­ლაქ­თა­გა­ნია, სა­დაც გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა სა­კუ­თა­რი გუნ­დი და­კარ­გა.

იმე­დია, ისე­ვე, რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სა­ფეხ­ბურ­თო კე­რა დუ­შეთ­შიც გა­ცოცხ­ლ­დე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ბავშვებს საქართველოს ჩემპიონატი თავიანთ ასაკში რამდენჯერმე აქვთ მოგებული. წელსაც მოიგეს :)) იმ დინამოელებსაც მოუგეს, ვინც უმაღლეს ლიგას ითამაშებს მომავალში ასე რომ კლიჩკო, არავინ არსად არ იტენება :))
Neo_999
05 ივლისი 2015 16:19
0
უბრალოდ გვარებია შემოკლებით... კლიჩკები არაა...
Neo_999
19 ივნისი 2014 15:18
0
როცა რაღაც არ გესმით ჯობს უაზრო რეპლიკებს მოერიდოთ ხოლმე :) არ იმსახურებენ თურმე...
Giorgi
25 ივლისი 2013 18:13
0
ტიპი პაპაშენს დაუძახე! ბავშვები არიან ვერ ხედავ?! ამ სტატიაში მეტი რეპლიკის გასაკეთებელი ვერ ნახე?
კლიჩკო - შენ ვის და რის მიხიედვით უნაწილებ დამსახურებებს? რა არ იცით რატომ ტლიკინებთ არ მესმის რა!
გიო
25 ივლისი 2013 18:11
0
კლიჩკები რა
უასჰია ბავსჰვებს გვარები აწერიატ სჰემოკლებიტ
eka mushtashvili
24 ივლისი 2013 20:58
0
კლიჩკებს არაუშავს, გენადი, ევროპაში ეგ მოსული პონტია. მარა სხვა რაღაცაშია საქმე. ეს საფეხბურთო რუკა შემცირდაო, პირველ ლიგაში ახლა რა ბარდაგიცაა ეგეთი არასდროს ყოფილა. აუცილებელია ყველა მაღალ ეშელონებში ეტენებოდეს? სხვა სიტყვას ვერ დაარქმევ, როცა არ იმსახურებ ისეთი ამბიციები გაქვს.
klichko
24 ივლისი 2013 18:06
0
ტიპებს მაისურზე კლიჩკები აწერიათ :)))
გენადი
24 ივლისი 2013 13:24
0

სიახლეები პოპულარული