თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს

AutoSharing Option
თორნიკე გორგიაშვილისა და "ზესტაფონის" ამბავი გეცოდინებათ - მას შემდეგ, რაც "ზესტაფონში" მწვრთნელად სერბი რატკო დოსტანიჩი დაინიშნა და გუნდმა სეზონისწინა სამზადისი დაიწყო, 25 წლის ნახევარმცველი "ზესტაფონში" არ გამოჩენილა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს პრეტენზიები აქვს კლუბთან და მოქმედი კონტრაქტის აუნილირებას ითხოვს.

"ზესტაფონში" ხელფასები გვიანდებოდა, კლუბი გაურკვევლობაში იყო და ყველაფერი ამას მოჰყვა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ გორგიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტს მიმართა.

ამ კომიტეტმა საქმესთან დაკავშირებით სხდომა გამართა. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ გვითხრა, სხდომაზე გამოცხადდა გორგიაშვილი თავისი ადვოკატით.

მისულა "ზესტაფონის" იურისტიც,
რომელმაც სხდომის გადადება მოითხოვა. კომიტეტმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ამის შემდეგ "ზესტაფონის" იურისტმა სხდომაზე დარჩენა აღარ მოისურვა.

სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, პროცესი 8 აგვისტოსთვის გადაიდო და ვერდიქტიც მაშინ გამოცხადდება.

რატომ არ დაესწრო საქმის განხილვას "ზესტაფონის" იურისტი, ჩვენთვის უცნობია. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გორგიაშვილს ეს საქმე უკვე მოგებული აქვს?

თუ გორგიაშვილი ამ პროცესს მოიგებს, თავისუფალი აგენტი გახდება და მის სამომავლო ტრანსფერში "ზესტაფონი" თანხას ვერ მიიღებს.

გორგიაშვილს ეროვნულ ნაკრებში სამი კეპი აქვს მონაგრებული და შესაბამისად, სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელად ითვლება.

ერთი სიტყვით, გორგიაშვილს აქვს იმის შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს. ასეთი პრეცედენტი გამოაფხიზლებს იმ კლუბებს, სადაც ფეხბურთელისთვის ხელფასის დაგვიანება თუ არგაცემა ჩვეულებრივი ამბავია.

საქართველოში იყო იმის მაგალითებიც, როცა კლუბის ხელმძღვანელობას არასასურველი შედეგის გამო არ დაურიგებია ხელფასები მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის. ჯამაგირის დაგვიანება კი თითქმის ყველა ქვეყანაში მომხდარა და ხდება.

მოკლედ, გორგიაშვილი - ზესტაფონის დაპირისპირება მხოლოდ ამ კონკრეტული ფეხბურთელისა და კლუბის საქმე ვერ იქნება. ამ დავას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის კონ­კუ­რენ­ცია - ერ­თი კლუ­ბი, ერ­თი აგენ­ტი, ერ­თი სცე­ნა­რი...

თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ეჭვი მაქვს საქმე მხოლოდ ხელფასში არუნდა იყოს იქნებ ჩაუგრმავდეთ ცოტა "კრიტიკოსებო"თუმცაღა კონტრაქტში გარკვევით წერია 3 თვის დაგვიანების შემთხვევაში ფეხბურთელი ავტომატურად ხდება თავისუფალი აგენტი!კახო გარბის კიარა გადადის გინდოდა გეთქვა დიდისიამოვნებით ვიხილავდი გორგიაშვილს და მსგავს ნიჭიერ ფეხბურთელებს საქართველოს და მითუმეტეს ევროპის წარმატებულ კლუბებში და არა გავლენის სფეროებისა ტუ გარკვეული ფინანსური მახინაციების შედეგად ერთ თვესში დაშლილ ზესტაფონში...
levani
22:25 13-08-2013
0
ბატონი დავითი წერდა წინა სტატიებში, რომ გორგიაშვილს არ მიუღია სამი თვის სახელფასო დავალიანებაო! წარმოიდგი.ნეთ 3 თვე შემოსავლის გარეშე, თქვენ იცხოვრებთ ბატონო (ან ქალბატონო) "1111" ?
daviddavid
20:24 29-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული