ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო წლებში სერბული "ვოივოდინას" რიგებში ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:
ნაემეკა აჟურუ - ნახევარმცველი; დაბადებული - 28.09.1986; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 75 კგ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: "ზამფარა იუნაიტედი" (გუსაუ, ნიგერია) - 2004, "იავორი" (ივანიცა, სერბეთი)
უნდა ითქვას, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლებშიც საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ნოვი სადის საფეხბურთო კლუბი "ვოივოდინა" და თავად ფეხბურთელი მონაწილეობდნენ.
მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით წარიმართა და, საბოლოოდ, კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმებითა და ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ნაემეკა აჟურუს შორის კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია 15 აგვისტოს ქალაქ ნოვი სადში გაიმართა.
ქართულ მხარეს ცერემონიაზე კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა.
ნიგერიელ ნახევარმცველთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება. თავის ახალ გუნდს ნაემეკა აჟურუ სავიზო პროცედურების დასრულებისთანავე შეუერთდება.
წყარო: fczestafoni.ge