გიორგი დემეტრაძე დანაშაულს არ აღიარებს

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კახა მისირელი "ქურდული ტრადიციების მიმდევრობის" ბრალდებით წლეულს 9 ივლისს დააკავეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დავით ფეიქრიშვილიც, - მათ საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატების ინფორმაციით, დემეტრაძისა და მისირელის საქმეები გაგნიძისა და ფეიქრიშვილის საქმეებს გამოეყო. თუმცა, გიორგი დემეტრაძის მიმართ წაყენებული მთავარი ბრალდება არ შეცვლილა - მას "ქურდული" ტრადიციების მიმდევრობა ბრალდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის საქმის განხილვა 3 ნოემბერს იყო დანიშნული, მაგრამ ხანმოკლე სხდომის შემდეგ, პროცესი 12 ნოემბრისთვის გადაიდო, ამ დღეს
კი 30 ნოემბერისთვის დაინიშნა.

როგორც ცნობილი გახდა, გიორგი დემეტრაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი გიგი ზირაქაშვილი კი ირწმუნება, რომ ტელევიზიით გავრცელებული სატელეფონო საუბრების გარდა, საქმეში სხვა რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული