როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, პოლიციელები სტადიონზე შევიდნენ და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, რომლებიც ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდათ დაკავებული.
არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესაძლოა, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები ყოფილიყვნენ.
ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და ის საემიგრაციო სამსახურს გადაეცა. კიდევ ერთ პირს კი ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. დანარჩენი ორი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.
გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევ
"ქართველები იყვნენ საგულშემატკივროდ მოსულები და ისხდნენ ერთ სექტორში. იმ სექტორს პოლიციამ დაარტყა წრე და გულშემატკივრების შემოწმება ჩაატარეს ძალიან უხეში ფორმით," - აცხადებს დევდარიანი.
როგორც ვენაში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ "რუსთავი2"-ს განუცხადა, თამაშის შემდეგ მოხდა ოთხი პირის დაკავება.
"ერთი არის დაკავებული, როგორც არალეგალურად მყოფი და გადაცემულია საემიგრაციო სამსახურისთვის. კიდევ ერთ პირს ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა", - აცხადებს კონსული.
მისი თქმით, ოპერაცია ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა. მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ თამაშზე კრიმინალები იმყოფებოდნენ და სადმე რომ არ გაპარულიყვნენ, კორდონი გააკეთეს, კორდონში გამოატარეს ყველა და შეუმოწმეს დოკუმენტაცია.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]