ჟორდანიამ "დინამოს" დაბრუნების სურვილი წლის დასაწყისში გამოთქვა, მაგრამ უარი მისთვის მნიშვნელოვანი წრეების რეაქციის გამო თქვა. გუნდის ყოფილ მეპატრონეს "დინამოს" ძველებურად ომსა და ბრძოლაში შენარჩუნების პერსპექტივა არ მოსწონდა. "დინამოს" შემთხვევაში კი ეჭვობს, რომ მუდამ ასე გაგრძელდება - 1925 წელს საბჭოთა მილიციის მიერ ჩამოყალიბებული "დინამო" დაწყევლილი სახლივითაა, რომელიც ახალ პატრონს არ ახარებს, მისი ახალი და ძველი მეპატრონეები
"დინამოს" პატრონობით "ზესტაფონის" მფლობელი კოკაიაც იყო დაინტერესებული, რაც ბატონმა ილიამ ჩვენთან პირად საუბარში დაადასტურა, მაგრამ "ზესტაფონის" მიტოვებას არ აპირებს. გარდა ამისა, "დინამო" პრობლემური თემაა და ამას ბევრი ბიზნესმენი თავს არიდებს. როგორც შევიტყვეთ, კოკაიას კლუბის მიხედვა "დინამოს" დღევანდელმა მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ შესთავაზა. თუმცა მას შემდეგ "ზესტაფონში" თბილისელთა ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი გადაიბირეს და კლუბების თავკაცებს ურთიერთობა დაეძაბათ.
განცხადებიდან ჩანს, რომ გასხვისების პროცესს "დინამოს" დღევანდელი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე გააკონტროლებს და ახალ ინვესტორს სიმბოლურ თანხას მოსთხოვენ – "კლუბის ადმინისტრაციას ვაძლევთ რეკომენდაციას, მოიძიოს ახალი ინვესტორი, რომელიც მოახდენს საექსპერტო ინტერესისა და "დინამოს" მომავლისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სახსრების ინვესტირების მზადყოფნის დემონსტრირებას. ჩვენი მხრივ კი შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, სიმბოლურ თანხად დავთმოთ ჩვენი ოჯახის კუთვნილი ინტერესი საფეხბურთო კლუბ "დინამოში", რაც ასევე მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან უძრავ ქონებას".
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, რადგან ახლა კლუბის ერთისგან მეორე მეპატრონისთვის ცივილიზებულად გადაცემისა და მეპატრონეებს შორის ტრადიციადქცეული დაპირისპირების დასრულების შანსს იძლევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"