სფფ-ის პასუხი ილია კოკაიას: ზვიად სიჭინავა დატოვებს თანამდებობას, თუ...

AutoSharing Option
უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსების ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია, დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც, იმედი გვაქვს, ეროვნული ჩემპიონატის ბედით დაინტერესებულ ყველა ჯგუფს სასურველ პასუხს გასცემს.

როგორც მოგეხსენებათ, 22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი ლიგის 12 კლუბის ხელმძღვანელები და სფფ-ის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, გაიჟღერა ილია კოკაიას მიერ ინიცირებულმა იდეამ (სკ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის მიერ), რომ იმ შემთხვევაში, თუ სფფ-ის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა თანამდებობას დატოვებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, საფეხბურთო კლუბ
"ზესტაფონის" დამფუძნებელი და მფლობელი ილია კოკაია უმაღლესი ლიგის ამ სეზონის დასრულებისთვის 5 მილიონ ლარს გამოჰყოფს (საინტერესოა, თუკი იდეის ავტორს ამ თანხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდა, რატომ შეუწყვიტა 2014 წლის 1-ლი იანვრიდან მან სკ "ზესტაფონს" დაფინანსება).

იხილეთ: ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!

აღსანიშნავია, რომ სკ "ზესტაფონის" დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ეს იდეა უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობამ პირად შეურაცხყოფად და მოქრთამვის მცდელობად აღიქვა.

ამავე კონტექსტში გვსურს განვიხილოთ სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სრულ დაფინანსებას მხოლოდ 2015-16 წწ. სეზონიდან ითავებს.

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით, სფფ-ს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. "გვინდა ეროვნული ჩემპიონატის გადარჩენით მოტივირებულ სკ "ზესტაფონის" დამფუძნებელს, ბატონ ილია კოკაიას შევთავაზოთ - ითავოს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისა და შემდგომ 2014-2015 წწ. სეზონის დაფინანსების უზრუნველყოფა, ვიდრე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის დაპირებისამებრ, 2015-2016 წწ. სეზონზე სახელმწიფო გადაიბარებს ამ მძიმე მისიას და 2014 წლის 10 იანვრამდე კლუბების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს 23 მილიონი ლარი (მიმდინარე სეზონის დასრულებისა და მომავალი სეზონის ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯი: სფფ-ის მიერ შემუშავებული ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროგრამის შესაბამისად, თითოეულ კლუბს ერთი სეზონის ჩასატარებლად, მინიმალური საჭიროებების დასაფინანსებლად და სალიცენზიო მოთხოვნების შესასრულებლად ესაჭიროება 1 500 000 ლარი X 12 = 18 000 000 ლარი + კოკაიას მიერ სეზონის დასრულებისათვის დაპირებული 5 მილიონი ლარი).

რადგან უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელს ასე აწუხებს ეროვნული ჩემპიონატის ბედი და ამავე დროს, ასე ძვირად უღირს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, ჩვენი მხრივ, გვსურს დავაიმედოთ ბატონი ილია კოკაია და დავპირდეთ, რომ აღნიშნული შეთავაზების მიღებისა და 23 მილიონი ლარის ჩარიცხვისთანავე, 11 იანვარს სფფ-ის პრეზიდენტი, ბ-ნი ზვიად სიჭინავა დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს".

სფფ-ის ოფიციალური საიტი
მკითხველის კომენტარები / 8 /
კოკაიამ და სფფ დადონ ერთად ფული და გადაარჩინონ თუ შეუძლიათ ჩვენი ფეხბურთი ასე არაფერი არ გამოვა !!!
ვინ გადაიხდის 23 მილიონს ? ან 25 ან 30 და ყველა სფფ პრეზიდენტის გადარჩევა ასე გაგრძელდება , ბრავო!!!
puma
12:49 30-12-2013
0
მაინტერესებს-რატომ უნდა წავიდეს სიჭინავა?მოიპარა ფული?არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფოს გამოყოფილი თანხები?მაშინ წაუყენონ კონკრეტული ბრალდებები ფაქტებით!ტავის დროზე ალბათ იმიტომ დანიშნეს,რომ იშვიათი ბიზნესმენი იყო ვინც ფული ჩადო საკუთარი ფეხბურთში(ზუგდიდში ბაზა ააშენა).ფეხბურთელი თუ არ იყო,ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო,მე ეს ვიცი მოსკოველი ქართველებისგან და ფედერაციას სათავეში სჭირდება მენეჯერი-გულშემატკივარი.პ
პოლიტიკურად არ აწყობთ?რატომ?საელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარება ,,ატკატის,,სახით რომელიმე პარტიას ხმარდება და არა ფეხბურთს?მაშინ დაამტკიცონ.თუ არ აის ასე ,მაშინ თვითონ აინტერესებთ ეს სქემა და ამიტომ უნდათ ფედერაციაში პოლიტიკური ნიშნით დანიშნონ პრეზიდენტი.
მგონი სიჭინავას პერიოდში მოხდა ერთი დადებითი-ასაკობრივი ნაკრებების შედეგები გაუმჯობესდა და თან გაცილებით(თუმცა მეც გამიკვირდა 17წლამდე ნაკრებში რატომ არ არიან რუსთაველი ბავშვები?).
სიჭინავას გადაყენებას რომ ეჩალიჩებიან,რატომ არავის ახსოვს უმცროსი ახალკაცი?აი მაშინ მართლაც უაზროდ იხარჯებოდა ის ფული და რატომ არავინ კითხულობს?(სიჭინავა წერდა -17მილიონი ვალი დატოვაო)
akhali
14:25 30-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული