"ოქროს თევზმა", მაგალითად, საქართველოს ნაკრების წევრები ლევან კობიაშვილი და დავით სირაძე დაიმატა და ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ "ოლიმპს" 4:1 მოუგო. გოლები გაიტანეს: დავით მუჯირმა, ალეკო ამისულაშვილმა, ავთო ასათიანმა და სირაძემ, "ოლიმპიდან" კი - ნიკოშვილმა.
საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა "საბურთალოში": საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების წევრები დათო ლეგაშვილი, დათი ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო
"საბურთალომ" ორჯერ ითამაშა: პირველი შეხვედრა "პრობაციონერებთან" 2:2 დაასრულა, გოლები კოტე გაბაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს, "პრობაციონერებში" კი - ბადრიშვილმა და თათიშვილმა.
მეორე მატჩში კი "საბურთალომ" 7:5 დაამარცხა სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი), რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი "ვიტესის" მცველი გურამ კაშია იყო, მისი ასისტენტი დინამოელი გულვერდ თომაშვილი, გუნდის მასაჟისტი კი, როგორც თავად დაიბრალა - შოთა კაშია. ასეთი საპატიო მწვრთნელების ხელში გუნდი მაინც დამარცხდა. არადა, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: კარს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი რეზო თევდორაძე იცავდა, წინ თამაშობდნენ ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელი შოთა კუბლაშვილი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გიორგი ნავალოვსკი, ბოლნისის "სიონიდან" გიორგი ჩივაძე და ლაშა ნოზაძე, ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე და ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე.
სეუ-ს დაწიოკებაში განსაკუთრებული "სისასტიკით" გამოირჩნენ გოგუა და რეხვიაშვილი, გამოცდილი ფეხბურთელებით შედგენილმა სეუ-მ კი მინი-ფეხბურთს ალღო ვერ აუღო, დაცვაშიც მოიკოჭლებდა და საბოლოოდ 7:5 გიორგი მიქაძის "საბურთალოს" სასარგებლოდ.
თამაშის შემდეგ გოგიტა გოგუას გავესაუბრეთ, რომელიც ტურნირში ყოველწლიურად მონაწილეობს: "ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ, რადგან "ბენდელას თასი" ვაჟკაცი ქართველი კაცის ხსოვნას ეძღვნება და მიმაჩნია, რომ მონაწილეობა ჩემი ვალია. მეორეც, მართლა კარგი ტურნირია, სეზონიც დასრულდა, ახალი წელი ახლოვდება და "ბენდელაზე" თამაშით საახალწლო განწყობას ვიქმნით".
დავით სირაძე:"ტურნირზე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, როდესაც თბილისის "ლოკომოტივში" გამოვდიოდი. მომწონს, სახალისო ტურნირია და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები, თანაც ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება".
"ბენდელას თასის" მეორე დღის შედეგები:
"საბურთალო" 2:2 "პრობაციონერები"
გაბაშვილი ბადრიშვილი
ყაზაიშვილი თათიშვილი
"ოქროს თევზი" 4:1 "ოლიმპი"
მუჯირი ნიკოშვილი
ამისულაშვილი
ასათიანი
სირაძე
"საბურთალო" 7:5 სეუ
გოგუა - 4 მაისურაძე - 2
რეხვიაშვილი - 2 ცხომარია - 2
გაბაშვილი ჩივაძე
დღეს "ბენდელა" 12 საათზე დაიწყება, საღამოს კი ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება.
12:00. "პრობაციონერები" - სეუ
14:00 "ოლიმპი" - "თბილისი"
ნახევარფინალები:
17:00
18:00
ამასობაში კი მთავრდება ბავშვების ტურნირი და "მაკდონალდსმა" ხუთი საუკეთესო გუნდის წევრებს საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ტურნირზე პრიზები "სახალისო ფეხბურთის" ქართულმა ფილიალმა და კიდევ რამდენიმე კომპანიამ დააწესეს.