1. თბილისის "ვიტ ჯორჯია"
2. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
3. ზუგდიდის "მგლები"
4. შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
5. იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
6. კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
7. გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
8. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
10. ვეტერანთა კავშირი
11. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია
12. პლაჟის ფეხბურთის
13. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია
14. ქუთაისის "ტორპედო"
15. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
16. საქართველოს მსაჯთა და მსაჯების დამკვირვებელთა კავშირი
17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
18. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაცია
19. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაცია
20. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია
ჯერჯერობით სიჭინავა არ წარუდგენიათ: აფხაზეთის, თბილისის, ქვემო ქართლის ფედერაციებს, ფუტსალისა და ინვალიდთა ასოციაციებს, პროფლიგას, თბილისის "დინამოს", "ზესტაფონს", "ოლიმპს", "სპარტაკს", "სამტრედიას", "კოლხეთს" და "სიონს".
თუმცა საერთო გეზს ისინიც ვერ დაუპირისპირდებიან, თუ ამ მარაქაში არც გაერევიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყრილობაზე ალტერნატიული კანდიდატურის წამოყენებაც არავის უფიქრია.
სიჭინავას კონკურენტი არ ეყოლება, ცხადია, სხვა ვერ გაიმარჯვებს და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად სიჭინავამ გაიმარჯვა. ყრილობას 33 ხმოსანი დელეგატი დაესწრება, გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გაირკვევა, სიჭინავამ კი ხმების უმრავლესობა (20) უკვე დაიჯავშნა და ძნელი წარმოსადგენი არ არის, დანარჩენები რა პოზიციას დაიკავებენ.
ჯერ კიდევ 15 დეკემბერს ვწერდით, ყრილობის გამართვის ვადას მნიშვნელობა არ აქვს, მომგები (სიჭინავა) მაინც მოიგებსო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რედაქციაში წინასწარმეტყველები გვყავს, უბრალოდ, ლოგიკის ამბავია.
მართალია, ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობა ოფიციალურად 22 იანვარს გაფორმდება, მაგრამ მანამდე ლოდინს აზრი არ აქვს და ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას დღესვე ვულოცავთ.
მას პირველად ირჩევენ სრული ვადით და ახლა მაინც მიეცემა საშუალება, ფედერაციაში საკუთარი ჩანაფიქრი განახორციელოს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყრილობაზე ალტერნატიული კანდიდატურის წამოყენებაც არავის უფიქრია
არავის არ უნდა მასხარის როლში ყოფნა