მან დეტალურად ისაუბრა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ "ტაოპრივატბანკიდან" 300 000 ევროს ოდენობის კრედიტის გამოტანის მიზეზების, ვადების, აღნიშნული თანხის განკარგვისა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში "ტაოპრივატბანკთან" შექმნილი პრობლემების შესახებ, რომელიც ფედერაციის ქონების დაყადაღებამდე მივიდა.
როგორც სიჭინავა აცხადებს, კრედიტის გამოტანის დღიდან (2008 წლის 28 დეკემბერი) დღემდე ფედეერაციის წინა ხელმძღვანელობისა და ბანკის მხრიდან მთელი რიგი
რაც შეეხება ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ფედერაციას ქონება დაუყადაღეს, სიჭინავას განცხადებით, ბანკის მხრიდან ყველა პროცედურა დაცული რომ ყოფილიყო, საქმე გართულებამდე და მით უმეტეს, დაყადაღებამდე არ მივიდოდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში "ტაოპრივატბანკის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმდა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ფედერაცია ვალს ეტაპობრივად დაფარავდა. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით ფედერაციამ ოქტომბრის თვეში ბანკში გადარიცხა 20 000 ევრო, შემდეგი 20 ათასი ევრო 15 დეკემბერს უნდა გადარიცხულიყო, ხოლო 2011 წლიდან გადახდის ახალი გრაფიკი უნდა შედგენილიყო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველი ტრანშის ჩარიცხვის შემდეგ ბანკს შესაბამისი დოკუმენტაცია არ გაუფორმებია, მას შემდეგ კი, რაც მეორე ტრანშის ჩარიცხვას რამდენიმე დღე გადაცდა, ბანკმა ფეხბურთის ფედერაციას ქონება დაუყადაღა.
ზვიად სიჭინავა ეჭვქვეშ აყენებს როგორც სესხის გაცემის პროცედურას, ასევე ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამასთან, ის აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს.
"ინტერპრესნიუსი"
.