- 1981 წლის შემოდგომაა. ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის "დინამო" მადრიდში პრესტიჟულ ოთხთა ტურნირზე მიიწვიეს, რომელშიც ქართველების გარდა "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და ლისაბონის "ბენფიკა" მონაწილეობდნენ.
სასტუმროში, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, დიდი აუზი იყო, მის ახლოს კი აბრაზე ინგლისურად ეწერა "ნოუ პარკინგ", ანუ მანქანების გაჩერება აკრძალულია.
დინამოელთა უმრავლესობა ინგლისურთან მწყრალად იყო, მაგრამ ერთმა თავი გამოიდო - "ნოუ პარკინგ" ნიშნავს,
არადა, წყალში ჩასულებმა დაინახეს, რომ რამდენიმე ასეთი აუზს უახლოვდება.
დინამოელებმა რეაქცია არ დააყოვნეს - აბრაზე უთითებენ და მთელი ხმით "ნოუ პარკინგს" გაჰყვირიან. მოსულებმა ვერაფერი გაიგეს, მხრები აიჩეჩეს და წყალში ჩავიდნენ.
დინამოელებმა პროტესტის ნიშნად აუზი გინებით დატოვეს.
***
ეს ამბავი წინა ჩემპიონატის "ზესტაფონი"-"ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდული გუნდების შეხვედრის შემდეგ მოხდა: სტადიონთან ქალბატონი ძაღლს ასეირნებდა და სტადიონიდან გასული მსაჯი რომ დაინახა, ოთხფეხა მეგობარი პირდაპირ მისკენ გაექანა.
მსაჯს გაეცინა და წითელი ბარათი აჩვენა. ბარათმა ძაღლი უფრო გადარია და კინაღამ დაკბინა.
სამშვიდობოს გასულმა არბიტრმა სიმწრით ჩაილაპარაკა - ყველა ცხოველი და ადამიანი როგორ გვერჩის, მე ამის...!
***
მოსკოვის "დინამოში" ქართველმა შუამავალმა მცველი ჩაიყვანა გასასინჯად. მოსკოველებს მაშინ უკრაინელი მწვრთნელი ევგენი პროკოპენკო ავარჯიშებდა. ქართველის საქმეში სანახავად მან ორმხრივი თამაში მოაწყო.
ფეხბურთელის ჩამყვანი დამდგარა აუტის ხაზთან, მთელი თამაში მცველს დასდევდა და კარნახობდა, რა და როგორ გაეკეთებინა.
თამაშის მერე პროკოპენკოს უკითხავს, ეს ფეხბურთელი შუამავალთან ერთად უნდა ვიყიდოთო?
***
თბილისის "დინამოს" თამაშია, მსაჯი კი სერიოზულ შეცდომებს უშვებს. დინამოელთა თავდამსხმელმა სანდრო იაშვილმა თავი ვერ შეიკავა და მსაჯს მიუტრიალდა - ბიჭო, რეი ჩარლზი ხარ?
მსაჯმა არ იცოდა, რეი ჩარლზი ვინ იყო, იაშვილის ნათქვამი კომპლიმენტად ჩათვალა და უპასუხა: - რა, არ ვგავარ თუ?
***
- 1981 წელს "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიპოვა და ტრიუმფატორ გუნდს სხვადასხვა ორგანიზაციაში იწვევდნენ. ერთ-ერთი შეხვედრა საქართველოს მწერალთა კავშირში ჩატარდა.
ახალკაცმა შეხვედრაზე დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები მიიყვანა და მოიბოდიშა, "ასნავნოი" გუნდი დაღლილია, ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და დუბლები ამიტომ მოვიყვანეო.
იმ დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე იყო, რომელმაც უპასუხა, ეგ არაფერი, ჩვენი "ასნავნოიც" მთაწმინდაზე ისვენებსო.
.