"შერიფში" რამდენიმე ქართველს უთამაშია. დღეს ამ კლუბის გენ-დირექტორი, წარსულში ამავე გუნდის ფეხბურთელი ვაჟა თარხნიშვილია. "შერიფში" უთამაშია დავით მუჯირსაც... მოლდოვურმა გამოცემა Moldfootball.com-მა ეჭვი ტყუპ ძმებზე, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებზე მიიტანა... (იხილეთ ვრცლად).
მოლდოვურ საიტს ვალტერ ხორგუაშვილი ეჭვების გასაფანტავად თავად დაუკავშირდა.
- მინდა იმ ეჭვებზე ვისაუბრო, რომლებიც
მერე სინდიკატებსა და გარიგებულ მატჩებზე საუბრებს მოვკარი ყური... მე ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებს. მე ჯერაც მოქმედი ფეხბურთელი ვარ, უბრალოდ, ტრავმა მაქვს. ეს საუბრები კი ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა და მინდა, ხმები უარვყო.
ამ ორ სინგაპურელთან (საქმეზე სინგაპურელები არიან დაკავებულნი, რედ.) კონტაქტი არასდროს მქონია.
- თქვენ, ძმასთან ერთად, მსგავსი სკანდალის ფიგურანტი უკვე იყავით 2011 წელს ფინეთში... (რედ. სასამართლომ პავლე უდანაშაულოდ ცნო, ვალტერისთვის კი ბრალი არც წაუყენებიათ. აღსანიშნავია, რომ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი ასევე სინგაპურის მოქალაქე იყო).
- დიახ, მოხდა ასე. 2011 წელს ფინეთში ვთამაშობდი. მეც და კიდევ ბევრი ფეხბურთელი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაგვკითხეს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მაშინ მოვიგეთ პირველი ლიგა და უმაღლესში თამაშის უფლება მოვიპოვეთ...
- მოლდოვის პოლიცია არ დაგკავშირებიათ?
- არა, მზად ვარ ნებისმიერი საუბრისთვის, ტელეფონიც სულ ჩართული მაქვს.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში გამართული კიშინიოვის "დაჩიასა" და ტირასპოლის "დინამო-ავტოს" მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.
23 მარტს, სამართლებრივი დევნის სამმართველოს შეფმა ბოგდან ზუმბრიანუმ კი განაცხადა, რომ ორი დაკავებული სინგაპურელი თანამშრომლობდა დნესტრისპირეთის "მოქალაქეებთან", რომლებიც თავის მხრივ, თანამშრომლობდნენ "შერიფის" ექსფეხბურთელებთან, რომლებიც ქართველები არიან. მისი თქმით, აღნიშნული პირები კარგა ხანია, დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენენ არა მარტო მოლდოვაში, არამედ გერმანიაში, უნგრეთსა და ფინეთში.
ასევე იხილეთ:
სკანდალი: ორი ქართველი, სინგაპურული კლანი და ჩაწყობილი მატჩები მოლდოვაში
ექსკლუზიური ინტერვიუ პავლე ხორგუაშვილთან