ხელი ხელს, სტადიონი ბათუმს - პროექტი ოფიციალურად გაფორმდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში ესპანურმა კომპანია "იბერპროქსის" პროექტმა გაიმარჯვა.

1-ელ აპრილს გამარჯვებულს კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმეს. დოკუმენტს ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნოე წითელაძემ და საქართველოში კომპანია "იბერპროქსის" წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, "იბერპროქსს" დიდი გამოცდილება აქვს, ბრაზილიასა და ესპანეთში რამდენიმე მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელა და საქართველოშიც იმავეს აპირებს.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიგება სარბენი ბილიკებიც, რადგან ეს ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა
- წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ შემდგომში მომატების პერსპექტივით, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

თავდაპირველად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, 4-5 მილიონი კიდევ დაამატონ. პროექტის მოსამზადებლად კი 650 ათასი ლარი დაიხარჯება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაზე დაბალი დონის პროგრამით შექმნილი ანიმაცია, წარმომიდგენია შესრულება როგორი იქნება :)
0
ამხელა პროექტს აკეთებენ და ვიდეო ვერ დაუდიათ ნორმალური, წარწერები ხომ კატასტროფაა... წარმომიდგენია, პროექტი და მშენებლობა რა ხარისხისა იქნება...
Lasha
12:24 02-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული