ჟურნალ ათიანის პრეზენტაცია

AutoSharing Option
გუშინ "თი-ბი-სი გალერეაში" დავით ყიფიანის ფონდის განახლებულ ჟურნალ "ათიანის" პრეზენტაცია გაიმართა. მოვლენა ერთად აღნიშნეს საფეხბურთო-სარაგბო-საკალათბურთო მილეთმა, მედიამ, ელიტამ და უბრალო გულშემატკივრებმა. იყო მილოცვები, თბილი სიტყვები. არც არის გასაკვირი - 2001 წელს დაარსებულმა გამოცემამ ქართულ სპორტულ სამყაროში თავისი წონიანი ადგილი დაიკავა.

პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორმა გია გორგოძემ განაცხადა, რომ სარედაქციო კოლექტივი უცვლელი რჩება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან "ათიანის" ავტორები არიან: გიო ახვლედიანი, დათო ტურაშვილი, ილია ბაბუნაშვილი, გიორგი დარჯანია, ილია ნანობაშვილი, დავით კოვზირიძე, მამუკა კვარაცხელია, გოჩა კაჭარავა, ვაჟა სიმონიშვილი, ანუ ქართული სპორტული
მედიის ნაკრები და მათ ავტორთა ახალი ჯგუფიც შეემატება.

განახლებულ ფორმატში ადგილი დაეთმობა არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ რაგბისა და კალათბურთს.

იანვრის ნომერი მართლაც გამორჩეულია: საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საინტერესოდ და გულახდილად ლაპარაკობს, რატომ არ სურდათ მისთვის ნაკრების ჩაბარება, რატომ სჯერა ვითარების გამოსწორების, უკეთესი წინადადებების მიუხედავად, სამშობლოში რატომ დაბრუნდა და სხვა.

არანაკლებ საინტერესოა დათო ტურაშვილი წერილი ბასკ ფეხბურთელ ჯიგიაზე, რომელიც 1950 წელს ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბასკები კი ჩვენი მონათესავე ხალხია.

"ათიანს" ვულოცავთ განახლებას და კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ.




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული