ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა

AutoSharing Option
ქუთაისის საკრებულომ ქალაქში ცენტრალური სატადიონისთვის ცნობილი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალური სტადიონი ნარსიას ქუჩაზე მდებარეობს.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საამაყოა.

"გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და ეს არის ძალიან საამაყო გადაწყვეტილება, რომელსაც წლების შემდეგ უფრო შევაფასებთ", - განაცხადა 30 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დვალმა.

რამაზ შენგელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც საბჭოთა პერიოდში ორჯერ აღიარეს წლის მოთამაშედ. შენგელია 1973-76 წლებში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა და ამ ხნის განმავლობაში კლუბის მაისურით 75 მატჩი ჩაატარა, სადაც 29 გოლი გაიტანა.
შემდეგ იყო თბილისის "დინამო", სადაც შენგელიამ 283 მატჩში 120 გოლის გატანა შეძლო.

რამაზ შენგელია 2012 წელს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია kutaisipost.ge-ს მიხედვით