ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავის, გიორგი სიჭინავას ვაჟი გოგა მამის კვალს გაჰყვა. ის პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და 1985 წელს თბილისის "დინამოში" რამდენიმე გაგრელ ახალგაზრდასთან ერთად მიიწვიეს, რომელთა შორისაც იყო შემდგომში საქართველოს ნაკრების მცველი და ''ამერის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე. უმცროსი სიჭინავა საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატიც იყო.
კარიერა ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ფეხბურთთან კავშირი არ გაუწყვეტია. იყო ''გაგრას" პარტნიორი და ერთ-ერთი ხელშემწყობი, უცხოური ტურნეებისა და საკონტროლო შეხვედრების ორგანიზატორი.
ორი წლის წინ გოგა სიჭინავა კიევში მოკლეს. მას შემდეგ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია
''გაგრა-სანდორა" მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ბავშვთა ტურნირს ატარებს.
წლევანდელი ტურნირი გუშინ დიღომში, ოლიმპიური მომზადების ცენტრში დასრულდა - ფინალში ''ლოტკინმა" ''მერანი" 3:1 დაამარცხა.
.