მამუკა ჯუღელი: ამ კონტექსტში "დინამო" ნამდვილად არ მიგულისხმია

AutoSharing Option
"ლელოში" მამუკა ჯუღელის ინტერვიუს ათასგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ამის გამო ის დაგვიკავშირდა და განმარტების გაკეთება ითხოვა.

"გაუგებრობა გამოიწვია ჩემი ინტერვიუს იმ ფრაზამ, სადაც ზოგადად ვახსენე ის გუნდები, რომლებიც ნიჭიერ ფეხბურთელებზე თვალებს ხუჭავენ. ბევრმა ისე გაიგო, თითქოს თბილისის "დინამოსა" და მის სელექციას ვაკრიტიკებდი. არადა, ამ კონტექსტში "დინამო" ნამდვილად არ მიგულისხმია. ამ კლუბსა და მის პრეზიდენტ რომან ფიფიაზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მიშა ჯიშკარიანი კი ჩემი მეგობარია.

გულწრფელად ვამბობ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, წლეულს, ისეთი ნიჭიერი ბავშვები შეკრიბეს, ბევრ მათგანში დიდ პერსპექტივას ვხედავ.

დარწმუნებულიც ვარ, ისინი უახლოეს წლებში მაღალ დონეზე ითამაშებენ. ასე რომ, ჩემს ნათქვამთან "დინამოს" არავითარი კავშირი არ აქვს", - ამბობს ჯუღელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამუკა ჯუღელი: თუ ცუდი ვარ, ილია კოკაია "ზესტაფონში" რატომ მიწვევდა?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
როდის რა თქვა ამან და რა კონტექსტში არ ვიცი ,მაგრამ ბევრი ნიჭიერი ბავშვი ,რომ იკარგება დინამოს უტვინო სელექციონერების გამო ეგ უდავოა!ერთს ვიტყვი სახელმწიფომ მეტი კონტროლი უნდა გაუწიოს ბავშვთა ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს .უნდა შექმნას კომისია,რომელიც რეალურად შეაფასებს ყველა იმ ბავშვს ვისაც ეგ საპოჟნიკები ბრაკავენ!!!უნდა ტარდებოდეს მკაცრი ზომები იმ მწვრთნელების მიმართ ვინც უფულობის გამო ჩაგრავს ნიჭიერ ბავშვებს.უნდა მოისპოს ადრეულ ასაკში მწვრთნელების მიერ ამოჩემებული ბავშვების არსებობა და ყველას თანაბრად უნდა მიეცეს ვარჯიშის და თამაშის საშუალება.ხშირ შემთხვევაში ამ ვითომდა უნიჭიერეს ბავშვებს თავში უვარდებათ და პატარაობიდანვე იწყებენ იმაზე ფიქრს ,რომ უკვე ვარსკვლავები არიან და ბოლოს ცუდად ამთავრებენ.ის "უნიჭო" ბავშვები უფრო მეტს ინდომებენ და უფრო მეტსაც აღწევენ,რომელთა მაგალითი ბევრია:კალაძე;ს.კვირკველია;დ.სირაძე;კანკავა და ა.შ
Zviad
14:21 20-05-2015
1
ღმეთი ყოფიდა ჯუღელი ამდენ ხალხს პურს აჩმევს, ნეტა ჩვენ რამე გვეშველოს და ესეთი ხალხი მოგვშორდეს, ფეხბურთში ვინც არ ხართ ჩახედული ნუ ტოვებთ კომენტარებს.
grisha
12:32 20-05-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული