გამოხმაურება დონეცკიდან

AutoSharing Option
კვირაზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი დემეტრაძის საქმეს უკრაინაში, დონეცკშიც გამოეხმაურენ. ქართველი ფორვარდის ყოფილი კლუბის, დონეცკის "მეტალურგის" მესვეურებმა, დემეტრაძის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პირველ პირს თხოვნა გაუგზავნეს. მიმართვას "მეტალურგის" გენერალური დირექტორი ევგენი გაიდუკი აწერს ხელს. ტექსტი, რომელიც დონეცკელთა კლუბის ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნდა, ასეთია:

"დონეცკის "მეტალურგი" უკრაინაში ერთ-ერთი წამყვანი კლუბია, რომლის ისტორიაც გამორჩეულმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შექმნეს. მათ შორის არის გიორგი დემეტრაძეც, რომელმაც ჩვენს გუნდთან ერთად, უკრაინაში ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა. გარდა ამისა, ჩვენს გუნდში თამაშისას, უკრაინული ლიგის ბომბარდირი გახდა და უკრაინის "ოქროს ბუცი" მოიპოვა.

გიორგი დემეტრაძე არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანია. ჩვენს გუნდში დემეტრაძის გამოჩენისთანავე, მასა და სხვა ფეხბურთელებს შორის, უმალ ჩამოყალიბდა თბილი ურთიერთობა. დემეტრაძე თანაკლუბელებს სიტყვითა და საქმით ეხმარებოდა. მოედანზე ყოფნისას გამარჯვებისადმი მისწრაფებითა და შემართებით, უმალ აიყოლიებდა ხოლმე თანაკლუბელებს, რაც არაერთი წარმატების საფუძველი გახდა. დემეტრაძის თამაშის მნახველ გულშემატკივარს, ეს დღემდე ახსოვს. საფეხბურთო მოედანს მიღმა, დემეტრაძე თბილი, მშვიდი ადამიანია, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის ყველა წევრისთვის მოულოდნელი იყო, მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში, 8 ივლისს გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მით უმეტეს, სასამართლოს უარი, გიორგი დემეტრაძის თავდებით გათავისუფლების შესახებ. ჩვენი კლუბის ყველა წევრსა და ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი დემეტრაძე გაუგებრობის მსხვერპლია.

ს.კ. "მეტალურგი" მზადა არის ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური გარანტია უზრუნველყოს, გიორგი დემეტრაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად და გირაოთი მის გასათავისუფლებლად.
თქვენი ყურადღებისა და აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის დიდი იმედი გაქვს."




მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი გ--ლი (ეტიკეტი დაცავითო და მაინც არ დაბეჭდავთ) ფეხბურთელები და სპორტემენები სავარძლებს უფრთხილდებიდან აბა და. არ დაჭირდეთ თუ არა მათაც მიადგებიან, ან ერთ მშვენიერ დღეს "ნაცებთან" კავშირიც დასჯადი იქნება და მერე მაგათ ვინ დაიცავს?
guri
13:04 16-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული