"ბარსელონასა" და "სევილიას" თბილისში ჩამოსვლის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის მონაწილე გუნდები "ბარსელონა"  და "სევილია" თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვლენ.

ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც ესპანურის კლუბების წარმომადგენლებმა და სფფ-მ ერთობლივად გამართეს.

"ბარსელონა" სასტუმრო "მერიოტში" დაბინავადება. ესპანეთის ჩემპიონი სასტუმროს თითქმის ყველა ნომრის დაჯავშნას აპირებს. სულ "მერიოტის" სასტუმრო 112 ნომერს მოიცავს, აქედან 102-ს კი "ბარსელონა" ჯავშნის.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 9 აგვისტოს გამთენიისას ჩამოვა და პირველ ვარჯიშს ამავე დღეს საღამოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვარჯიში ღია იქნება მედიისთვის და სამწუხაროდ დახურული გულშემატკივრისთვის.

რაც შეეხება
"სევილიას", ევროპა ლიგის გამარჯვებული სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება და ამავე დღეს თბილისის "დინამოს" ბაზაზე გამართავს ვარჯიშს. "ბარსელონას" მსგავსად ვარჯიში გულშემატკივრისთვის დახურული იქნება, ხოლო მედიისთვის ღია.

10 აგვისტოს კი ორივე გუნდი "დინამო არენაზე" ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" უეფას სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთამანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონა ფავოროტია სუპერთასზე ის სევილიაზე აშკარად უფრო მეტი ტიტულოვანი გუნდია დღესაც მასზე ძლიერად თამაშობს მაგრამ მინდა გაიმარჯვოს სევილიამ მას ვუგულშემატკივრებ იმედია გაიმარჯვებს სევილია
ემზარი
07:07 17-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული